Ladoiatoyota555rereპირადა მე , გასულ წელს არაერთი ავტომობილი შემოვიყვანე იაპონიიდან
მათ შორის 7-8 ისისი, 3 ცალი X-ტრაილი, 3 ცალი პაჯერო იო (ორკარიანები), ნისსან ლაფესტა, ჰონდა სტრიმ RN3 და ბოლოს ეს ვიში 1.8 VVT-i
ისის-ის თემაში შეგიზლიათ შეხვიდეთ და ნახოთ ყველანაირი ტიპის მინივენთან მქონია შეხება.
ჩემი აზრით : - მანქანა რაც უფრო უბრალო და ადვილად გასაგები ძრავით, კოლოფით და დაკიდებითაა აღჭურვილი მით უფრო ადვილია მისი ექსპლოატაცია თუ ეს ავტომობილი დიდი ხნით დასატოვებლად გინდა.
*** ადრე , სხვა ფორუმზე, სხვა ავტომობილების შესახებაც გვისაუბრია, არიან ამ ფორუმზე მცოდნე ბიჭები და აზრი ასეთი გამოვიდა იქაც. რომ
ავტომობილი რომელსაც უბრალო ძრავი აქვს, უბრალო ავტომატიკაა და მყარი და გამძლე დაკიდება აქვს, ჯობია D4-ს GDI-ს და განსაკუთრებით ვარიატორულ კოლოფიან ავტომობილს დიდი ხნით დასატოვებლად (2-3-4 წელი)
ვეთანხმები GIO100-ს , ჩვენს ასაკში და ჩემი საქმიანობისათვის , როდესაც ავტომობილის ექსპლოატაცია ყოველდღე გიწევს და დიდ მანძილებზე , ჯობია უბრალო და გამძლე მანქანის შეძენა.
ამავე დროს უნდა მოიხმარდეს სხვა მინივენებთან შედარებით ცოტა საწვავს (ბენზინს) რადგან გაზის ჩაყენება ჩემთვის მიუღებელია.
სათადარიგო ნაწილები უნდა იშოვებოდეს და არ უნდა იყოს ძვირი .
ანუ მივიღეთ ასეთი სამი კრიტერიუმი : 1. უბრალოება 2. მცირე საწვავი და 3. იაფი სათადარიგო ნაწილები
ამ სამივე კრიტერიუმს სრულიად აკმაყოფილებს ორი ავტომობილი :
1. TOYOTA WISH - 1,8 VVT-i და 2. TOYOTA ISIS - 1.8 VVT-i
ამ ავტომობილებს უბრალო აქვთ ძრავიც, კოლოფიც და დაკიდებაც,
ტრასაზე წვავენ 7 ლიტრს, ქალაქში - 8,5 ლიტრს (9-მდე)
სათადარიგო ნაწილები ადვილად იშოვნება და მიდის კოროლასი და იარისის და რაც მთავარია არ არის ძვირი ...
..................................................................
რაც შეეხება D4 ძრავს :
საერთოდ ასეა, თუ მანქანას არ მოუვლი, D4 და GDI კი არა ყველანაირი ძრავი დაასტუკებს

ეს ძრავები არ არის ცუდი ძრავები, ეკონომიურია, მაგრამ მისი ექსპლოატაცია უფრო ძვირია
თუ VVT-i ძრავზე 10.000-ზე ვცვლი ზეთს, ამ ძრავებს 6-დან 7.000-მდე უკვე უნდა უცვალო ზეთი
უბრალო ავტომატურ კოლოფს თუ 60.000-ზე უნდა ზეთის შეცვლა, ვარიატორს 25.000-ის მერე უკვე უნდა გამოუცვალო
და პლიუს ამას , თუ ვარიატორი გაფუჭდა , სხვა უნდა იყიდო და ჩააყენო, გაფუჭებულს საქართველოში ვერ გაარემონტებ ჯერ-ჯერობით
ავტომატური კოლოფი კი უპრობლემოდ რემონტდება.
ასევეა ძრავებთან მიმართებშიც, D4 არ რემონტდება , VVT-i რემონტდება
ამიტომ არის რომ უბრალო ძრავი და კოლოფი უფრო მოგვწონს, მათთან ურთიერთობა უფრო ადვილი და იაფია .... ასეთია მოხუცი ავტომოყვარულების აზრი .
GIO100 - ხომ მეთანხმები ?

..........
This post has been edited by kvipriane on 20 Oct 2016, 23:23