http://police.ge/files/pdf/sakanonmdeblo%2..._Traffic(1).pdf7. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ჩართოს
საავარიო მაშუქი სიგნალიზაცია;
ბ) მიიღოს საჭირო ზომები დაშავებულისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების
გასაწევად, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, საჭიროების შემთხვევაში გაგზავნოს
დაშავებული უახლოეს სამკურნალო დაწესებულებაში გზად მიმავალი სატრანსპორტო
12
საშუალებით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალება,
აცნობოს იქ თავისი გვარი, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო (სახელმწიფო) ნომერი
(წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან მძღოლის მოწმობა და
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და დაბრუნდეს შემთხვევის
ადგილზე;
გ) გაათავისუფლოს სავალი ნაწილი, თუ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
შეუძლებელია;დ) სავალი ნაწილის გათავისუფლების, დაშავებულის საკუთარი სატრანსპორტო
საშუალებით სამკურნალო დაწესებულებაში მიყვანის აუცილებლობის შემთხვევაში, მოწმეთა
თანდასწრებით, წინასწარ დააფიქსიროს სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა,
შემთხვევასთან დაკავშირებული ნაკვალევი და საგნები, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მათი
შენარჩუნებისა და შემთხვევის ადგილის შემოსაზღვრისათვის;
ე) მომხდარის შესახებ აცნობოს პოლიციას, ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები და
დაელოდოს პოლიციის (საგზაო პოლიციელის) მოსვლას.