გუშინ მივდიოდი ბათუმში, მივდიოდი იმიტომ რომ ვერ ჩავედი იქამდე....

ბობოყვათიდან მოვბრუნდი უკან
დავიწყოთ იქიდან რო მთელი გზა თოვდა და ამდენი გამოყ#@!$%ული მძღოლი ერთად ცხოვრებაში არ მინახია, რაც მე ავტობანზე და საერთოდ გუშინ შემხვდა და ვნახე, მთელი გზა ავარიები იყო, რამდენი? სათვალავი ამერია, მიზეზი "ჯიგიტები" ვართ და არაფერი არ მოგვივააა, რახან სუვ-ი ყავს უნდა მიადგას და ჩქარა იაროს, აბგონები აკეთოს და ა.შ.
ავტობანი სადაც არაა გზაც აღარაა, რა ეშველება ამ ღრმულებს აზრზე არავარ, 90-იანი წლების საქართველოს გზები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშI იყო
ჩავაღწიე როგორც იქნა ქობულეთამდე და საცობი ბობოყვათთან 2 საათი რო ვიდექი ვიკადრე და გადმოვედი მანქანიდან, დავკეტე და წავედი მენახა რა ხდებოდა, რა ხდებოდა და მიმოფანტული მანქანები ხიდს ქვეშ აღმართი რო იწყება, 10 რიგად მომავალი დაყ$%#^ული, ტიპა XU777LO ნომრებიანი, შავ სათვალეებიანი, ტიპების მიერ ჩახერგილი გზა ორივე მხრიდან და რაც მთავარია გაოგნებული საპატრულოს თანამშრომლები რომლებიც აზრზე არ არიან რა ქნან, მივედი და ვეუბნენბი: "რას დგეხარ ხო ხედავ ჩახერგეს? გააჩერე წაართვი საბუთები დააჯარიმე დააჯვი რამე ქენი"-მეთქი და ტიპი "მე, მე, მე რა ვქნააა?" მართლა მეეეეე ხარ მეთქი და შვვეშვი, მივედი უფრო ახლოს და ჰოი საოცრებავ იცით რატო სრიალებენ მანქანები? მიდის გრეიდერი დაშვებული კოვშით და თოვლს ხვეტავს (მაგრა ბარდნიდა) მარა არაფერს არ ყრიან და კოვშით გადაწმენდილი თოვლის ქვეშ რა კეთდება??? სწორედაცკატოკი იმიტომ რომ ტემპერატურა - ია და ამას არავინ არ ამჩნევს, ვეუბნები მეორე პატრულს, რახან არაფერს არ აყრით ეს გრეიდერი მაინც მოაცილე თოვლზე ნაკლებად ისრიალებს მანქანა ასე ყინულის კატოკი კეთდება მეთქი, პასუხი"მოქალაქე დაბრუნდით ავტომანქანაში"

ნუ მე ხო კანონ მორჩილი ვარ და დავბრუნდი და ვფიქრობ რა ტრაკ#$ი ვართ, რა გვეშველება???
ასე ვიდექი 5-იდან 8 საათამდე, მერე უკან გამოვბრუნდი იმიტომ რომ საქმე გამიფუჭდა და ბათუმში ჩემ ჩასვლას აზრი აღარ ქონდა და ეს ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე ხდება, რომელიც მთავარი სატრანსპორტო დერეფანია.
რომელ ეკონომიკაზე რომელ ტვირთბრუნვაზეა საუბარი როცა ტრაილერები სუფსაში ყავდათ უკვე გაჩერებული ამათი უბადრუკობის გამო???
რა გვეშველება ხალხო???