სადღაც 40 წუთის უკან

მოვდივარ რუსთავში ვაშლიჯვრიდან.
გავცდი მოყმეს და მივგორავ ნელა,
ჩემს წინ 5-7 მანქანა მიდის,
ჰა ჰა 50-70 კმს
უცებ, წამებში საცობი იქმნება, უკვე ჯეოსელთან ვართ,
3-4 მანქანით წინ ვხედავ ავარიაა, მანქანის ,,კაპოტი"
ღიაა და ორთქლი ამოდის მანქანიდან.
მივედი და ხალხს კაცი გადმოჰყავთ ოპელიდან

ვხედავ კაცი უგონოდ არის,
ვაჩერებ მანქანას - ჩამოვედი მივვარდი, მე და ვიღაც კაცი ვეკიდებით უკანა
კარს, რომ ის თუ არ გაიღო წინა არ იღება, ამ დროს ვამჩნევს საშინელი სუნია გაზის,
მაგრამ ვიღაც კაცმა თქვა - აღარ არის საშიშიო და თან ორი ტიპი ცეცხლმაქრებით იქვე იყვნენ.
ბოლოს და ბოლოს გამოვგლიჯეთ ეს კარი, წინა კარიც გაიღო და გადმოიყვანეს ეს კაცი
დააწვინეს და მისივე ტაქსის მინაშნე დაადებინეს თავი. წყალი, წყალიო და იმდენ ხალხში წყალი არავის ჰქონდა,
მერე გამახსენდა ვაშლიჯვარი დასალევად ვიყიდე და მოვურბენინე საწყალს.
უცებ მოვიდა გონზე და დაიწყო
ბოდვა - გამასწორეთ, გამასწორეთო. იქით ვიღაც ყვირის სად არის სასწრაფო ამდენი ხანიაო,
სად არიან პატრულებიო. ვიღაც ყვირის ექიმი არის ვინმეო აქოო ?
გოგო მოვიდა და ამ კაცს ეუბნება არ გაინძრეო, მაგრამ ეს კაცი ისევ ბოდავ - გამასწორეთო,
მიხვდა ეს გოგო და კაცებს უთხრა ასე გეჭიროთო და წავიდა, წავიდა და მეც გავყევი,
სჯობდა არ წავსულიყავი - იქით ვიღაც გოგო, ახალგაზრდა, ბოდიში და ეგდო დაბლა, თავი უკან გადაგდებული,
ვიღაც ჩასკვნილ ბიჭს ეჭირა ხელში და იძახდა სასწრაფო აქეთ მოვიდეს ქალა ფუძის ((თუ ვცდები არ ვიცი))
მოტეხილობა აქვსო
გოგოს ენა გადმოგდებული, პირი გასისხლიანებული, სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.
ამის დანახვაზე დამეხვა თავბრუ, გული ამიჩქარდა - მივვარდი იმ ექიმს მეთქი ვალერიანი მომეცითქო.
გავხედე იმ მეორე ოპელს და იქიდან ჯერ კიდევ ამოჰყავდათ ხალხი ხალხს,.
ამ დროს პატრული, სასწრაფო და სამაშველო მოვიდნენ.
კი გავიფიქრე, წავალ იმასაც მივეხმარები თქო, მაგრამ მივხვდი, რომ იქ რომ რამე
მსგავსი სურათი დამხვედროდა მერე მე დამჭირდებოდა ექიმი.
ამის გარდა პირდაპირ ჯეოსელის პარკინგთან თეთრი ოპელის ფურგონი იყო დაჯახებული
ამ პარკინგს და იქვე ბორდიურზე სხვა ადამიანი იწვა, ისინი ცალკე გაიძახოდნენ ექიმი
ჩვენთანაც მოვიდესო.
ხალხიც ძა ან მოგროვდა და იქ გაჩერება უკვე ხელის შეშლა იქნებოდა, ვიდრე დახმარება
და წამოვედი.
საშინელება იყო ხალხო

იმასაც არ ჰგავდა რომ ნელა მომავალი მანქანა მასე არ დაზიანდებოდა,
თან სველი და წვიმიანი იყო,
დაზიანდა ის ვინც ამათ ააცილა, სულ ცოტა ოთხი ადამიანის ჯანმრთელობა
სერიოზულად შეირყა, ის გოგო გადარჩება თუ არა არც ვიცი

ბრავო, ბრავო და ბრავო ყველა იმ ადამიანს - აი რომ არა ის ხალხი, ვინც უცებ გააჩერა, დაყარა მანქანები
გზაზე და ისინი იხსნა შეიძლება უფრო საშინელება მომხდარიყო - წამები წყვეტდა სიცოცხლის საკითხს
ბოდიში თუ გაუგებრად ვწერე,
ახლაც არეული ვარ
პ.ს და როცა უკვე პროფესიონალები ჩაერევიან საქმეში ექიმები, პატრულები, სასწრაფო სჯობს დავიშალოთ
მიხმარების მაგიერ ხელის შეშლა გამოვა და მესამე და მეოთხე რიგებში ნუ ვეცდებით შეძვრობას -
სჯობს 20 წუთით გვიან მივიდეთ სადაც მივდივართ ვიდრე სასწრაფოს სა მაშველებს ხელი შევუშალოთ - წამების
ამბავი წყვეტს ასეთ დროს ყველაფერს
This post has been edited by Neo777 on 11 Jul 2016, 00:18