ღმერთმა ყველას აშოროს ავარია და მსგავსი რამ, ტრაბახშიც არ ჩამითვალოთ, 36 წელი მანქანით დავდივარ,
სულ 2 პატარა შემთხვევა მაქვს ისიც ვეღარ გავექეცი და უკანა მარცხენა კრილოში მაინც მომწვდნენ

თან
ორივეჯერ, მესმის გამართლებაცაა სადღაც, შეიძლება მამააბრამის ბატკანივით დადიოდე და ვიღაც
რქიანი დაგეტაკოს, ასეც ხდება მაგრამ ალბათ უფალს ვუყვარვარ

მოკლედ დავდივარ არც ნელა და არც
ჩქარა, მთავარია უაზროდ არ ვრისკავ, მანქანა რა გინდ გამართული და ახალი იყოს მაინც ერთი დიდი
რკინის ჯართია და სად გიმტყუნებს კაცმა არ იცის, ყველას კეთილ გზას გისურვებთ და მშვიდობიან
მგზავრობას. P.S. ბოლოს როდის დამაჯარიმეს აღარ მახსოვს, მგონი წინა საუკუნეში