პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ყველას კომენტარისთვის, ყველა თქვენს პოსტს ყურადღებით ვკითხულობ და ვუფიქრდები, რადგანაც
ზუსტად თქვენი ანუ მძღოლების აზრი მაინტერესებს.
1. რაც შეეხება ძალიან ტალახიან მანქანას ეგ ვთქვით უკვე რომ, მაგას ხელს არ მოვკიდებთ, მართალია ერთხელ შეიძლება გამოძიხონ ეგონოთ რომ არაა იმდენად ტალახიანი, მაგრამ გვიღირს ერთხელ მისვლა და თქმა, თან ისეთი ტალახი რომელზეთ თქვენ ამბობთ ძალიან იშვიათობაა, უკვე 3 თვეა დავდივართ მეც და სხვა თანამშრომლები და ყველა მანქანას მუშტრის თვალით ვუყურებთ და ვათვალიერებთ და ეგეთები იშვიათად გვხვდება

2. ვისზეა გათვლილი: გათვლილი არის ხალხზე ვისაც დატვირთული გრაფიკი აქვს, მაგალითად მე ჭუჭყიანი მანქანით, რომ დავდივარ ძალიან დიდ დისკომფორტს
მიქმნის თითქოს ჭუჭყიანი ტანსაცმელი მეცვას. 4 დღეში ერთხელ კიდევ, რომ 2 საათი ვკარგო სამრეცხაოზე მართლა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, ანუ ის დრო რაც უნდა სამსახურიდან გამოსულმა დასვენებას მოვახმარო უნდა ვიდგე სამრეცხაოზე ან იქ კაფეში ვჭამო და კიდე დამატებით ფული ვხარჯო და ბევრად მირჩევნია ან სახლში მივიდე ან თუ მაინც და მაინც კაფეში მინდა ჭამა რაღა სამრეცხაოს კაფეში მივიდე, მივალ სადაც მინდა და იქ გამოვიძახებ მრეცხავს.
ანუ ჩვენ გვაქვს არჩეული ნიშა, რომელიც არც თუ ისე პატარაა და ამ ნიშაზე ვაპირებთ ძირითადად მუშაობას.
ასევე შეიძლება ბევრ თქვენგანს დაჭირდეს როდესმე სასწრაფოდ მანქანის გარეცხვა და არ ქონდეს სამრეცხაოში წასვლის დრო და მაშინ სიამოვნებით მოგემსახურებით.
3. ასევე ხარჯი, მაგალითად მე პირადად ვრეცხავ საშხაპე რომ არის იქ სადაც 13 ლარი მიჯდება სედანის გარეცხვა და + 3 ლარი ("ბლესკი") შემიძლია 10 ად გავრეცხო იქვე ლუკოილთან, მაგრამ ძალიან დიდი განსხვავებაა ჩემთვის მართლა, თორემ ფულის ყრა არ მეხალისება

როდესაც ვტესტავდით ჩვენს მანქანებზე, არ ვიცი შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ჩვენი ხსნარებით გაწმენდილი და გაპრიალებული (ყველა რეცხვაში შედის მერე გაპრიალება ცალკე ხსნარით რომელიც იცავს კიდევაც ლაქს)
უფრო მომეწონა. ამიტომაც ვაკეთებთ ამ აქციას რომ ხალხმაც ნახოს როგორია.
P.S ჩემთვის ყოველი სამრეცხაოში მისვლა პიკის საათში ალბათ მარტო ბენზინის ხარჯია ერთი 7 ლარი ასე რომ
* * *
http://www.ecotouch.net/blog/how-dirty-is-...rless-car-wash/ეს რომ ნახოთ რა დონის დასვრილის გარეცხვა შეიძლება და რომლის არა