რეებს აღარ აძრობენ დდშვც
ამონარიდი სტატიიდან
"დღეს მანიშნებს გვერდით მანქანიდან მძღოლი, ფანჯარა ჩამოწიეო, ჩამოვწიე და წყალი გაქვს ადუღებული გადააყენე დაგეხმარებიო. ლურჯი BMW იყო, ტაქსი. არა გმადლობთთქო გავუღიმე და გავიარე. ჩავწიე თუ არა ფანჯარა ვიცანი და იმიტომ არ გადავაყენე... რამდენიმე თვის წინ ეგრე მანიშნა ვაჟაზე, მეც გადავაყენე, რაღაც ნაწილზე მითხრა ესაა გაფუჭებულიო, წამიყვანა იქვე ქავთარაძის ბაზრობაზე, მაყიდინა და დამაბრუნა უკან ჩემს მანქანასთან, მერე ის ნაწილი გამომიცვალა, ბევრი მადლობები მახდევინა, ცხადია ფულიც გადავუხადე და წავიდა.
ამასწინათ ახალ გზაზე, ტვერელთანაც იგივე მანიშნა და მაშინაც გავაჩერე. იგივე მითხრა, მარა შეხვედრაზე გავრბოდი და საღამოს მივხედავ მაგ ამბავსთქო ვუთხარი და დიდი მადლობებით და მეტანიებით დავემშვიდობე.
მოკლედ რა მინდა ვთქვა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს პოსტი, მეგობრებსაც მოუყევით და ამ დებილურ მახეს არ წამოეგოთ" - წერს პოსტის ავტორი.
როგორც კომენტარებიდან ირკვევა, თამრიკო ხოტივარი ერთადერთი არაა, ვინც "კეთილმა ტაქსისტმა" გააჩერა და დახმარება შესთავაზა. კომენტარებში ძირითადად ქალი მძღოლები აქტიურობენ
http://www.ambebi.ge/faceambebi/191276-thb...ebi-arianq.html This post has been edited by quattro on 2 Apr 2017, 23:04