Jonatahn_smithუძილობის ერთადერთი წამალი არსებობ - ძილი. მეტი არაფერი შველის. სხვა საშუალებებმა შეიძლება რაღაც მომენტი გამყოფოს ფხიზლად, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაგეძინება.
პირადად არასოდეს ჩამძინებია საჭესთან, მაგრამ 2-ჯერ იყო შემთხვევა როცა მანქანაში ვიჯექი და მძღოლს ჩაეძინა, ერთხელ მოვყევით ავარიაში და სასწაულით გადავრჩით მძიმე შედეგებს, მეორეთი მოვასწარი მძღოლის გაღვიძება.
- პირველი შემთხვევის დროს მთელი დღის დაღლილებს ღამის თორმეტი საათისკენ უცებ მოგვიწია ზესტაფონში წასვლა რაღაც საქმეზე. სადღაც ექვსის წუთები იყო როცა უკან ვბრუნდებოდით . უკვე ავტობანზე ვიყავით და ერთ-ერთ მონაკვეთზე მივხვდი რომ არ ვუხვევდით )) გავიხედე გვერდზე და ჩაძინებული იყო მძღოლი. რული დავიჭირე, მანქანა გავასწორე და გავაღვიძე. ნუ გავაჩერდით, სახეზე წყალი შევისხით და გავიარ-გამოვიარეთ. თან მაგრად ანერვიულდა ვინც საჭესთან იჯდა. ეს როგორ მომივიდაო. აი ტელევიზორს რომ უცებ გათიშავ მსგავსი რამ დამემართაო. ჩვეულებრივად ვიყავი და ისე გავითიშე ვერც მივხვდი, ცხოვრებაში პირველად დამემართა ასეთი რამეო. ნუ დავჯექით მანქანაში გავაგრძელეთ გზა და.. ზუსტად 5-10 წუთში იგივე, ისევ ჩაეძინა

მე რომ ფხიზლად და ყურადღებით არ ვყოფილიყავი, ან მარტო გამეშვა, დღეს ის ადამიანი ცოცხალი არ იქნებოდა.
- აი მეორე შემთხვევის დროს მანქანის ჩამოსაყვანად ჩავედით ფოთში, ღამის მატარებლით წავედით . ვერც მანამდე და ვერც გზაში ვერ დავიძინეთ. ძაკაცთან ერთად ვიყავი. იმან შუადღეს რამდენიმე საათი მეძინაო. მე ერთი წამითაც არ მძინებია თან გზაში ცოტა დავლიე და ამიტომ საჭესთან ჩემი ძმაკაცი დავსვი. ქუთაისის შემოვლით ახალ გზაზე ვიყავით და მეთქი ხო ხარ ხოდზეთქო და კიიიო რას ამბობ კაცოო. კაი მაშინ ცოტას წავუძინებმეთქი და.... სადღაც 15 წუთში დარტყმის ხმამ გამაღვიძა

ჩაძინებია იმასაც და ჯებირს დავეჯახეთ გვერდულად. ჩვენი ბედი რომ 1) მემგონი ერთადერთი მაგ გზაზეა შედარებით მაღალი და მტკიცე რკინის ჯებირები, შესაბამისად ვერც გავანგრიეთ, გზაზეც დაგვტოვა და არც ამოგვაყირავა 2) ნელ-ნელა გადავედით გვერდზე და მოსახვევი არ შეგვხვდა, თორემ ამ პოსტს ვეღარ დავწერდი 3) შემხვედრ ზოლში არ მოდიოდა არავინ, დაჯახების მერე ეგრევე გვერდზე გადაგვაგდო და მძღოლმა ივაჟკაცა

უცებ გაიღვიძა და დაიჭირა მანქნა თორემ მერე უკვე მეორე მხარეს გადავვარდებოდით ან შემხვედრი გაგვჭრიდა შუაზე )).
მოკლედ რატომ დავწერე ამდენი. ჩემი თხოვნაა გაუფრთხილდით როგორც თქვენს, ასევე სხვის ჯამრთელობასა და სიცოცხლეს და არ დაჯდეთ არასოდეს საჭესთან როცა ხართ უძილო და ღამე ნათევი. რაღაც მცირე დრო შეიძლება გიშველოს ყავამ, ენერჯაიზერმა და სხვადასხვა ათასმა საშუალებამ, მაგრამ უძილობას აქვს მხოლოდ ერთი წამალი - ძილი. ორივე ზემოთ დაწერილ შემხვევაში ძალიან გაგვიმართლა, აი ალბათ ჯერ არ იყო ჩვენი ჯერი მიქელას სიაში. არადა ორივე შემთხვევას ავიცილებდით გაჩერებით და 20-30 წუთიანი ძილით.
This post has been edited by Ronnie James Dio on 14 Jun 2016, 16:56