ეს სიჩქარე აშკარად გადამეტებულია ქალაქში სამოძრაოდ ჩემი მანქანისთვის... 19იან დისკებზე ვდგევად დაბალბორტიანი საბურავებით და თბილისის გზებიდან გამომდინარე, სისულელეც კია მაგ სიჩქარით სიარული...
ახლა მიზეზი, რატომ ვიყიდე მაინცდამაინც ეგ მოდიფიკაცია და არა იგივე კუზაოზე დაბალი ძრავი
1: პირადად ჩემთვის ძლიერი (და არა დიდი) ძრავი არის კომფორტი ქალაქში მოძრაობისას. ანუ, როდესაც კუზაოს ძრავი კარგად ერევა და არ იჭინთება ყველა გაზის მიდგმაზე ბევრად კომფორტული სატარებელია...
2: ტრასაზე გასწრებაზე გასვლა სუსტი ძრავით რა რისკებთანაცაა დაკავშირებული, ყველა მძღოლმა იცის ეგ... მითუმეტეს თუ წინ გრძელი ტრაილერი გიდგას
3: ძლიერი ძრავები ხშირ შემთხვევაში ნაკლებ დატვირთვაზე მუშაობენ, ვიდრე იგივე კორპუსში მდგარი სუსტი მოტორები და შესაბამისად რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ზოგ შემთხვევაში ეკონომიასთანაც გვაქვს საქმე... პირად მაგალითზე გეტყვი, რომ 525 (E60) გაცილებით მეტს მიწვავდა ვიდრე 335 (E92) მიწვავს
4: სწრაფი რეაგირება გაზის პედალზე. რამდენიმეჯერ პირადად მე მქონია შემთხვევა, როდესაც გაზზე ჩაჭერით ამიცილებია გადამკვეთი ქუჩიდან წითელ შუქზე გამოვარდნილი იდიოტი. ფაქტიურად გამისწრია, არადა მწვანეზე ვმოძრაობდი...
5: უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისი ზომის სამუხრუჭე ხუნდები, გაგრილებადი "აპორნები", შესაბამისი ამორტიზაციის სისტემა და ა.შ. რაც არ მექნებოდა დაბალი კუბატურის შემთხვევაში
6: ყველამ ჩაიხედოს გულში და გადახედოს თავის საჭესთამ ჯდომის ისტორიას... 99%-ს, მნიშვნელობა არ აქვს, როგორი მანქანით და რა ძრავით მოძრაობს, ერთხელ მაინც ჩაუდგია ბოლომდე და წაუგაზავებია

არ ვიძახი, რომ ეგ კარგია, მაგრამ ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ ყველა მძღოლის პრაქტიკაში ხდება ეგ... ხოდა, შეგრძნებების შედარება ამ თემის ავტორისთვის მიმინდვია
რაც შეეხება საფრთხეს და უსაფრთხოებას, ყველა ძლიერი ძრავის მქონე ავტომობილი აღჭურვილია სათანადო უსაფრთხოების სისტემით, ბევრად უკეთესი მოცურების საწინააღმდეგო მექანიზმებითა და ტორმუზებით... 150+ სიჩქარეზე ყველა მანქანა ადის (ზოგი ადვილად, ზოგი რთულად) და მე პირადად მირჩევნია მაგ დროს ბრემბოს მუხრუჭებიან 4X4 მანქანაში ვიჯდე, ვიდრე დაიაცუ კუორეში, რომელსაც წინა მარცხენა უჭერს და ისიც ხანდახან
აგია ცხოვრება სიმონ???...