Ak0ყოველთვის ჯობია ავტომობილის მფლობელის აზრი მოისმინო და არა "ლეგენდა", რომელიც გაუგიათ დეიდაშვილის მამიდის ნათესავის მეზობლის ძაღლისგან მოსმენილი და 100% სიმართლე გონიათ...
დავიწყოთ იქედან, რომ ტურბინიანი მანქანაა, საკმაოდ ბევრი რესურსიანი ელექტრო ნაწილით და სათანადო მოვლას ითხოვს...
სავალი ნაწილის მხრივ პრობლემები არ აქვს
ძრავი 2 მოდიფიკაციაა, N54 და N55. ცალსახად N54 ჯობია. ძალიან დიდ ტუნინგს იტანს ზედმეტი ჩარევის გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ძრავია თავის კლასში. ზეთი აუცილებლად ლლ01 ან ლლ04 დაშვების უნდა. ჩვენი ბენზინის გადამკიდე 01 ჯობია... ძრავი ტურბინიანია და საკმაოდ მაღალ (700 გრადუსამდეც კი) ტემპერატურაზე მუშაობს. გამაგრილებელი სითხე 100-120 გრადუსსაც აღწევს, ასე რომ, ანტიფრიზის მაღალი კონცენტრაცია ჭირდება. რაც მაღალია ანტიფრიზის წილი გაგრილების სისტემაში, მით მაღალი დუღილის ტემპერატურა აქვს. 100 გრადუსზე წყალი დუღს და მარტო წყალი რომ ესხას, დუღილს დაიწყებს და შლანგებს დახეთქავს... ყურადღებამისაქცევია ასევე ზეთის ფილტრის კრიშკის პრაკლატკები. დროთა განმავლობაში ხმება და პლასტმასად იქცევა, ტრუბკებში კიდე ზეთი და ანტიფრიზი მოძრაობს, არის შანსი რომ ერთმანეთში აურიოს და რათქმაუნდა არასასურველია...
მანქანის შეფრქვევის სისტემა ინჟექტორებზეა (ფარსუნკებზე), რომლებსაც სათანადო მოვლა ჭირდება (კარგი ბენზინი და ბენზინის ფილტრის შეცვლა თავის დროზე). ბენზინის ფილტრი არც თუ ისე იაფია და ბევრი იკიდებს, მაგის გამო კიდევ ჭუჭყი მიდის ფარსუნკაში და გამოყავს წყობიდან... 2 რაღაც შეიძლება დაემართოს ფარსუნკას, 1: წნევას ვერ ინარჩუნებს და იცლება ჩამქრალ მდგომარეობაში და 2: შეფრქვევას ვერ უზრუნველყოფს სათანადო წნევით... 6 ცალი უდგას მოკლედ და ცალი 150-200 დოლარი ღირს ახალი ორიგინალი. შეცვლისას "კოდირება" ჭირდება
კიდევ ერთი რესურსიანი ნაწილი: წყლის პომპა. პლასტმასის თავი აქვს და დროთა განმავლობაში სკდება. გაკეთების შანსი არის ზუსტად 0. ახალი ღირს 400$დან ზემოთ. ორიგინალი უდგას კონტინენტალის ფირმის, არავინ მოგატყუოთ და სხვა მწარმოებელი არ "შემოგტენოთ". გარბენით ვერ დაასკვნი როდის გასკდება და იქნება შესაცვლელი. რესურსის ამოწურვა დამოკიდებულია შიგ გამავალი სითხის კონცენტრაციაზე (რაც მეტი წილი ანტიფრიზი, მით უკეთესი) და ე.ს. "მუშა საათებზე". ანუ, 24 საათი დაქოქილი რომ გყავდეს მანქანა და იდგე, მიუხედავად 0ოვანი გარბენისა, პომპა დროთა განმავლობაში მაინც გასკდება...
ტურბიები საკმად გამძლეა. ეგ "ცისფერი ბოლი", რაც ახსენეს ზემოთ დიდი შანია უკვე მწყობრიდან გამოსული ფარსუნკით არასათანადოდ შეფრქვეული ბენზინის რაოდენობის, ან უვარგისი ჰაერის ფილტრის, ან ბევრი რაღაცის გამო არეული სმესის ბრალიც იყოს

მანქანაზე დიდი სუპორტების გამო 17იანი დისკის დაყენება ფიზიკურად შეუძლებელია. მინიმუმ 18იანები დგას, შესაბამისად თხელი საბურავები ყენდება. თბილისის პირობებში კიდევ თხელი საბურავი მეტ დარტყმას ნიშნავს დისკზეც და საჭის მექანიზმზეც... ასე რომ, თუ არ მოუფრთხილდები, რულავოისაც მოსპობ და დისკებსაც...
მაღალი წნევის ნასოსზეც რაღაც ლეგენდები მსმენია, მაგრამ არ დავიწყებ მაგის მოყოლას, გამოცდილება არ მაქვს...
დიზაინზე არაფერს ვიტყვი, ძალიან ლამაზი მანქანაა.
სტოკ ძრავზე 306 ცხენი საკმაოდ კარგი შეგრძნებაა გაზზე ფეხის დადგმისას.
კოლოფები მექანიკაც და ავტომატიკაც ორივე ძალიან გამძლეა, პრობლემა ნაკლებად ექმნებათ (ნორმალურზე ცოტა უხეშI მოხმარებისაც კი)
მანქანა ლეგოს კონსტრუქციასავითაა... დაწყებული ელემენტარული პრაშივკებით და დამთავრებული დიდტურბინ-გაცალტურბინებ-ჯბ4-მეთანოლ კიტებით უამრავი რამის გაკეთება და უამრავი ცხენის ამოღებაა შესაძლებელი
მოკლედ, ეკონომიაზე ორიენტირებული კაცისთვის შესაფერისი მანქანა არ არის რა... ძალიან დიდი სიამოვნების მიღება შეიძლება მაგ მანქანით, მაგრამ სიამოვნება ფული ღირს...
ვისაც მოვლა არ უყვარს ავტომობილის, იმან არ უნდა იყიდოს ეს მანქანა... თუ მოუვლი სათანადოდ, დიდი ხანი გასიამოვნებს
ესეც ჩემი 335
აგია ცხოვრება სიმონ???...