უარყოფითი არაფერი, უკეთესია ყველანაირად, უბრალოდ - ძალიან დაბლიდან არ უნდა აიღო ჰაერი, თორემ ღრმა წყალში გავლისას წყალსაც შეიწოვს
ნასტროიკაც არ უნდა უბრალოდ ცივ ჰაერზე. ყველა თანამედროვე მანქანა (თანამედროვეში იგულისხმება კომპიუტერიანი და ინჟექტორებიანი მანქანები, ჯერ კიდევ 90-იანებიდან მოყოლებული) თავისით დაარეგულირებს ეგეც მცირე ცვლილებას.
აბსოლუტური უმეტესობა ჰაერის ტემპერატურასაც ზომავს, ასე რომ, ეგ პრობლემა არაა მე-20-ს ბოლო და 21-ე საუკუნის მანქანებზე.
+ მატება ასეც-ისეც ბევრი არაა, უბრალოდ ფილტრიდან 1-5 ცხენი მაქსიმუმ, მეტს ვერ მიიღებ. ისიც, დამიკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უვარგისი დიზაინი ჰქონდა ფილტრზე მანქანას მანამდე. ვთქვათ - ძალიან შეზღუდული ჰაერის შეწოვა, ან ცხელი ჰაერის შეწოვა...
არის კიდევ ვარიანტი რომ სტანდარტული აირბოქსი დაატუნინგო.
მაგალითად მე მყავს ასტრა G, გრძელი კუპე, ე.წ. ბერტონე.
ამათზე დგას ჩვეულებრივი ასტრა G-ს აირბოქსები და შემწოვი მილები.
მეყენა K&N-ის კონუსური ფილტრი, მაგრამ რადგან ძრავი დასვაპული მაქვს, ზომაში დიდია ცოტა, კაპოტი პატარაა და ცივ ინთეიქს კარგად ვერ ვაკეთებდი, მთლად კარგი შედეგი არ მქონდა. დაბლებზე და საცობებში ცხელ ჰაერს იწოვდა მატორი.
ამიტომ გავაკეთე ასე:
ვიყიდე ასტრა H-ის აირბოქსი (უკეთესი შიდა დიზაინი აქვს, ცოტა ფართოცაა შიგნით) და მოვხსენი შიდა ჰაერის შემწოვის შემზღუდველი მილი.
ვიყიდე ვექტრა C-ს აირბოქსის ინთეიქის მილები (ასტრა G-სთან შედარებით გაცილებით მსხვილებია) და ავაწყე ესე, სტოკივით მაგრამ გაცილებით უკეთესად, ფართო მილებით და უკეთესი აირბოქსით.
შედეგი ის მაქვს, რომ საცობებში ცხელ ჰაერს აღარ იწოვს მატორი და დაბლებზეც უკეთესი გაწევა აქვს.
ნუ ერთადერთი, K&N-ის ფილტრზე სასწაულად კარგი ხმა ჰქონდა ხოლმე, ეგ ხმა აღარ მაქვს