#48448775 · 27 Jul 2016, 17:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განბაჟებამაც უნდა დაიწიოს (თუ შესაძლებელია) და პირველ რიგში უნდა მოხდეს საზ.ტრანსპორტის ტექ.დათვალიერება. შავად რომ ხრჩოლავს ამდენი მარშრუტკა და ავტობუსი, იმიტომაა ნისლში გახვეული თბილისი. ტექ.დათვალიერების შემოღება ყველა მანქანისთვის კი კარგი აზრია ოღონდ იმ პირობით, რომ ყველა მანქანა აკმაყოფილებდეს თავისი ასაკის შესაბამის სტანდარტებს. მაგ: 1980 წელს გამოსული ჟიგული აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტებს, რაც 1980 წელს იყო მიღებული. ასე არც პატრონს აიძულებ რომ ფეხით იაროს და ზედმეტი ნაგავიც მოშორდება ქუჩებს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უფულო ხალხი საკუთარი მანქანით არ დადის. დღევანდელი ავტომობილების უმრავლესობა კიდევ ძირითადად იმიტომაა უვარგისი, რომ მფლობელს მაგრად ახატია და არ უვლის მანქანას.
This post has been edited by N1kusha on 27 Jul 2016, 17:28
--------------------
არასრულფასოვნების კომპლექსი იბადება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ადარებ სხვებს. ასევე იმის განცდა, რომ ვინმეზე რამით მეტი ხარ, იბადება ანალოგიურ შემთხვევაში. ორივე გამოვლინება სიმახინჯეა. შენ ხარ სული, რომელიც უნიკალურია და გაუნმეორებელი, არავისზე მეტი ხარ და არავისზე ნაკლები.
|