ფული უმეტესობას საქართველოში არ აყრია თავზე, მაგრამ მაგით ტექდათვალიერების არშემოღება ვერ პრავდება ვერანაირად.
რაც უფრო დიდხანს გადაიდება ეს საკითხი, მით უფრო უარესი შედეგი იქნება, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის და მომავალი თაობებისთვის.
მტკივნეული იქნება ფინანსურად მაგრამ ბევრი რამეა ეგრე მტკივნეული.
მარჯვენასაჭიანი IMHO პრობლემა არაა თუ ფარები დარეგულირდება ნორმალურად. იშვიათად ძალიან, რომ რომელიმე მარჯვენასაჭიანის პატრონი ამაზე ზრუნავდეს.
ჩემთვის ძირIთადი პრობლემა ეგაა მარჯვენასაჭიანის მიმართ. მოდის და ბლიჟნით მაბრმავებს ისე, რომ ვერც ხვდება
ბევრი მანქანის ევროპული ანალოგი არსებობს და შეიძლება ფარის შეცვლა, ზოგ მანქანაზე შუქის შემზღუდავია ჩაყოლებული ფარის კონსტრუქციაში. სადაც არაა, იქ პრობლემაა ნამდვილად.
მინიმუმ ევრო-3 უნდა შემოვიღოთ ალბათ გამონაბოლქვზე და 2-3 წელიწადში გადავიდეთ ევრო-4-ზე.
+ მარტო გამონაბოლქვიც ხომ არაა, რამდენი მანქანა დადის დამწვარი ნათურებით, გაუბედურებული ტორმუზებით და ა.შ.
ეგენი თუ არ გაქვს მოწესრიგებული, რატომ უნდა დადიოდეს მანქანა გზაზე? პოტენციურად მკვლელი ხარ ეგეთ დროს.
Racing is life. Anything that happens before or after is just waiting.