Xuco_131. შენი ლაპარაკი თითქმის არ ისმის სხვა ხმების ფონზე. მიკროფონი გჭირდება რომელსაც მაისურზე დაიმაგრებ და შენს ლაპარაკს მაღალი ხარისხით ჩაიწერს.
2. გადაღების დროს ჰოლდერი დაგჭირდება (სამაგრი რომელიც დააფიქსირებს კამერას და მოძრაობის დროს ერთ პოზიციაში გააჩერებს), ხელში უჭირავს გადამღებს კამერა და ყველა რხევა და ბიძგი ვიდეოზეც ისახება. პლიუს მაგას ფოკუსს ვერ აკეთებს ოპერატორი კარგად / ან კამერას არ უვარგა ავტოფოკუსი.
3. ვიდეოს ხარისხს არაუშავს, მაგრამ სასურველია 1080P 30FPS და 720P 60FPS-ით მაინც ატვირთო. პლიუს მაგას რომელიმე კარგი Action Camera-ც გჭირდება (GoPro, Sony, etc..) რომ სხვადასხვა რაკურსით გადაიღო ვიდეო ერთი და იმავე დროს, მონტაჟის დროსაც რამოდენიმე რაკურსით გადაღებული ვიდეო კარგ შედეგს მოგცემს და უფრო კარგი საყურებელი იქნება.
4. გადაღებამდე ჩამოაყალიბე ტექსტი და თანმიმდევრულად ისაუბრე ყველაფერზე (მოდელის დასახელება, ძირითადი ინფორმაცია და პატარა ისტორია, ექსტერიერი, ინტერიერი, ძრავი, დინამიკა, აჩქარება, წვა და ა.შ) კიდევ უმთავრესია ქართული ტერმინოლოგიით ისაუბრო.
5. მოძრაობის წესები დაიცავი და მაყურებელს მაგალითი მიეცი როგორ უნდა იარონ ქალაქში

თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებ ბევრად უკეთესი ვიდეო განხილვები გამოგივა.
This post has been edited by 7isLiv4ik on 3 Jul 2016, 12:13