#48337554 · 13 Jul 2016, 14:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მანქანის ტარების ცოდნა გენეტიკური ნიჭი არაა და დაბადებიდანვე არავინ იცის. გამოუცდელი მძღოლები ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქნებიან გზებზე.
პრობლემას სხვაგან ვეძებთ: ის კი არ არის პრობლემა, რომ მე მართვის მოწმობა გუშინ ავიღე და დღეს რატომ ვჯები ქალაში პიკის საათის დროს საჭესთან, არამედ ის რომ ტარებს სრულად უცოდინარს მომცეს იურიდიულად აბსოლუტურად გამართული საბუთი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტარება შემიძლია და ვიცი. რატომაც არა, ყველა დაჯდება საჭესთან (მით უმეტესტ, თუ ოდნავ მაინც აქვს თავში ავარდნილი) და უმტკიცოს ვისაც უნდა მოდი ნუ დაჯდებიო. საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება, თვალების დახუჭვაა ის, რომ მანქანას ჯობია. მტვერი, სიბინძურე, სიცხე, სუნი, ყაყანი, შემაწუხებელი მუსიკა/პოლიტიკური გადაცემა, საშინელი მძღოლები (მარშუტკები რასაც აკეთებენ ყველამ ვიცით) უპირისპირდება სისუფთავეს, სალონის არომატიზატორს, კონდიციონერს, საკუთარი გემოვნებით შერჩეულ მუსიკაც, მწეველებისთვის სრულ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას (სტუმრად თუ ხარ გინდა 9-ზე წახვალ სახლში და გინდა ღამის 3-ის ნახევარზე, მანქანაში თუ ჩაჯდები გინდა პირდაპირი გზით წახვალ, გინდა შემოვლითით). მოკლედ, არჩევანი გასაგებია. საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ დავდიოდი მაგიტომაც მომიწია მანქანის ყიდვა.
|