დიდი ხანია დაპროგრამებული მაქვს მეც ეგრე და საკაიფოა მაგრამ ორჯერ გამხვია შარში, მოკლედ ერთი გასაღები მაქვს და მიყენია პახოდუ სიგნალიზაცია, გასაღებს ვტოვებ ზამოკში არ ვიღებ და კარებს სიგნალიზაციის პულტით ვაღებ და ვკეტავ, ორჯერ დამრჩა ზამოკი ერთი პოზიციით გადაწეული და მაფონი ჩართული დაბალ ხმაზე ისე რომ რო გადმოვედი ყურადღება არ მიუქცევია, ჩამოვედი დილით და ჰოი საოცრებავ არც სიგნალიზაცია აღებს კარებს და არც ზემოთხსენებული ლეგასის კარების გაღების ნავაროტკა

ბოლოს ჩავხედე და ოდნავღა ბჟუტავდა საათი.
მოკვდა აკუ მოკვდა ცენტრალური ზამოკი და გასაღები არხეინად იყო ზამოკში გარჭობილი

მე კიდევ სევდიანი თვალებით ვუყურებდი გარედან ამ გასაღებს
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მოვიფიქრე: ავწიე სხვისი დანგრატით მანქანა, გავაძრე იუპიესის აკუ, დავაერთე კაბელები, მინუსი კორპუსზე, პლიუსი წვეტიანი ელექტროდით ვატაკე სტარტერის პლიუსს, (რეზინა აქვს გადაცმული და ვერ წავაძრე) მოკლედ იმდენი ქნა იუპიესის აკუმ რომ ცენტრალური დაძალა და გავაღე ასე კარები, ამ არც თუ ისე მწარე გამოცდილებამ მომაფიქრა და გამოვიყვანე აკუდან პირდაპირ პლიუს მინუსი და დავმალე კაბელები ბამპერთან, 2 კვირის უკან მიხსნა მაგ კაბელებმა ქვეშ ძრომიალისგან

ასე რომ თუ მეორე გასაღები არ გაქვთ არ გირჩევთ მანქანაში გასაღების ჩატოვებას!!!
ბალვანკაც ვერ ვიშოვე რომ გამოვაჩარხინო და დავაგდო სახლში მეორე