მოკლედ, ჩემს შემთხვევას მოგიყვებით და იქნებ მითხრათ, თქვენი აზრიტ რა მელის

25 სექტემბერს ვმოძრაობდი პირველ ზოლში, საცობი იყო, დაახლ 5-10 კმ/სთ სიჩქარით. მოულოდნელად ჩემს მარცხნივ მოძრავბა ავტომობილმა, რომლის მძღოლის ატრიალებდა საჭეს, მარცხენა მხრიდან დამარტყა. სამსახურში მაგვიანდებოდა და მინდოდა მალევე გასვლა სიტუაციიდან. ქალმა დაიწყო მანქანის გადაყენება, მეც გადავაყენე. გადმოვიდა მანქანიდან და მე დავიწყე საუბარი ადგილზე მოგვარებაზე, ოღნდ უარვყოფდი ჩემს ბრალეულობას. ქალბატონმა, რომელმაც განაცხადა, რომ შსს-ს თანამშრომელია, გამომიწოდა მისი მანქანის გასაღები და მითხრა, რომ მას ეყოლებოდა ჩემი მანქანა იმ დრომდე, სანამ არ გავუკეთებდი შეღუნულ ბამპერს. ასევე დასძინა, რომ ის მტყუანი რომ გამოვიდეს, დიდი მოკვლევის დაწყება მოხდება. მე აღნშნულზე უარი განვუცხადე და მაშინვე გამოვიძახე საპატრულო პოლიცია და სადაზღვევო კომპანია, დაზღვეული მაქვს მხოლოდ ავარია. ანუ პასუხისმგებლობა მესამე პირის მიმართ, თუ მტყუანი ვიქნებოდი, სადაზღვევო გადაიხდიდა. პატრული სადღაც ნახევარ სათში მოვიდა, რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე კრიმ-პოლი. უთანასწორო მდგომარეობაში გვაყენებდნენ მე და იმ ქალს. ქალს თქვენობით და თავაზიანად ესაუბრებოდნენ, მე კი შენობით და ცდილობდნენ მეთქვა, რომ მე ვახორციელებდი მანევრს და გამოიწვია შეჯახება. მეუბნებოდნენ, რომ შეჯახება მოხდა ამ ქალის ზოლში, მე კვლავ უარვყოფდი და ვეუბნებოდი, რომ რაც არ უნდა ექნათ, მე ვერ მათქმევინებდნენ იმას, რაც არ გამიკეთებია და რაც მათ უნდათ რომ ვთქვა. 7-8 წარუმატებელი მცდელობის შემდებ პატრულების გაღიზიანება გამოიწვია ჩემმა 1 პოზიციაზე ყოფნამ, მთხოვდნენ რომ მეღიარებინა ჩემი ბრალეულობა. შემდეგ ჩამსვეს მანქანაში, შემდეგ ვიღაცას დაურეკეს, რომელიც სახლის პირობებში იმყოფებოდა, ხედავდნენ რომ ჩემი ბრალი არ იყო, და ეძებდნენ გამოსავალს, შემდეგ ისევ დამაბრუნეს მანქანაშ და დაიწყეს კარნახი, რაც უნდა დამეწერა. მე გავაპროტესტე მათი კარნახის სტილი და მოვითხოვე, ეკარნახათ მთლიანი წინადადება, რათა საშუალება მქოინოდა გააზრების, და ნუ მკარნახობდნენ ცალკეულ სიტყვებს. მე გარკვეულ ინფორმაციას არ დავეტანხმე და უარი ვთქვი დაწერაზე. შემდეგ პატრულმა მიყვირა, რაზეც მოვუწოდე დამშვიდებისკენ და ხმის დაწევისკენ. საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ დავწერდი მაინც იმას, რასაც მე ვფიქრობდი.
ვთხოვდი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომ არ მოეხდინა გავლენა მათ საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამ ქალის თანამდებობას შსს-ში. 3-4 საათიანი ყოყმანის და ამაო ძალაობის შემდეგ პოლიციელმა გამომიწოდა 250 ლაიანი ქვიტარი და ბრალეულად მცნო მე. მოვთხოვე მტკიცებულება და ავუხსენი, რომ მან უნდა ამტტკიცოს ჩემი ბრალეულობა, და არა მე უნდა ვამტკიცო, რომ მართალი ვარ. მოვითხოვე 112-ს კამერების ჩანაწერები, მიპასუხეს, რომ კამერებიარ მუშაობდა. პატრული გაბრაზდა და მითხრა რომ სამკერდე კამერით მიღებდა და საჭიროების შემთხვევაში ამოიღებდა ჩანაწერებს. ვუთხარი, რომ უფლება არ ქონდა ჩუმად გადაღების და ამით ჩემს უფლებებს არღვევდა. საბოლოოდ გადაწყდა მანქანების საჯარიმოზე გადაყვანა, რადგან ის ქალი ადგილზევე მოითხოვდა ზარალის ანაზღაურებას, რასაც ვაპროტესტებდი. მოითხოვდნენ ჩემს ტელეფონის ნომერს, რაზეც უარი ვუთხარი, სადაზღვევოს მენეჯერიც უხსნიდა, რომ მე წარმომადგენდნენ ისინიდა თუ დადგებოდა ჩემი ფინანსური პასუხისმგებლობის საკითხი, ისინი გადაიხდიდნენ ტანხას 7 000 ლარის ფარგლებში, მაგრამ ზარალი 250 ლარს შეადგენდა. ეს არ ესიამოვნათ. ქალმა მოითხოვა ავტომობილების საჯარიმოზე გადაყვანა (პატრულმა მოათხოვინა). კვლავ ეცადნენ ჩემს გადაბირებას, რომ არ გადასულიყო მანქანები საჯარიმოზე, მეუბნებოდნენ რომ ჩემს გამო გადადის მანქანები საჯარიმოზე, არა და იმ ქალმა მოითხოვა, შემდეგ ვნახე ახსნა-განმარტებაში. მოკლედ, 100%-ანი თანხმობა განვაცხადე და მანქანები წაიყვანეს. ასე დამთავრდა ეს დღე.
როგორ მოვიქეცი?
მეორე დღეს წავედი ადვოკატთან, რომელსაც შევადგენინე სარჩელი, და ჯარიმა გავასაჩივრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, ორთაჭალაში, პარალელურად, გენერალურ ინსპექციაში დავტოვე შეტყობინება პატრულის მხრიდან სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო და დაიწყეს მოკვლევა. რამდენიმე დღეში დამიბარეს კახეთის გზატკეცილზე, სამინისტროში, განსაკუთრებულ მნიშვნელობატა საქმეების სდეპარტამენტში, სადაც ადვოკატთან ერტად გამოვცხადდი, იქ დიდი არაფერი მომხდარა. დაიწყო მოკვლევა და 10 დღეში ჩამბარდა დადგენილება ჯარიმის არ გაუქმების და ბრალეულობის უცვლელად დატოვების შესახებ. ანუ, უარი მითხრეს და მიზეზად მოიყვანეს 32-ე მუხლი, რომ მე ვახორციელებდი მანევრირებას, რასაც მოყვა შეჯახება. გამომძიებელს რომ დავურეკე, თუ საიდან ნახა, რომ მე ვმანევრირებდი, მითრა, რომ გაითვალისწინა პატრულის და იმ ქალბატონის ჩვენება.
შემდეგ მე ისევ მივაკითე ადვოკატს, შემიდიგნა სარჩელი და იმ დღესვე შევიტანე სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეტა კოლეგიაში. სარჩელი ევიტანე 16 ოქტომბერს, ხოლო 17 ოქტომბერს ხარვეზის დადგენის გარეშე მიღებულ იქნა წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2, 271-ე-276-ე მუხლებით, სამოქალაქო
საპროცესიო კოდექსის 103-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბექა გოგელიას საჩივარი მიღებულ იქნას სასამართლო წარმოებაში;
2. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების (დადგენილების) მიღებამდე და კანონიერ
ძალაში შესვლამდე შეჩერდეს გასაჩივრებული Nელ494375 საჯარიმო ქვითრის
მოქმედება.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტს დაევალოს წარმოადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 09 ოქტომბრის
№20/9-3244 დადგენილების და Nელ494375 საჯარიმო ქვითრის მიღებასთან
დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მასალა სრულად. წარმოდგენის
ვადა განისაზღვროს ათი დღე დადგენილების ჩაბარებიდან.
4. დადგენილება არ საჩივრდება.
პარალელურად მე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მივაკითXე და ჩავატარე ავტოტექნიკური ექსპერტიზა ბრალეულობასთან დაკავშირებით
დასკვნა - წარმოდგენილი მასალის მიხედვით, დადგენა იმისა, თუ რომელი მძღოლის ქმედებამ გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა, ექსპერტიზის გზით შეუძლებელია. (წარმოდგენილ იმასალა იყო განცხადების საფუძველზე საპატრულო პოლიციიდან მიღებული დოკუმენტაცია).
ამ ქალ მძღოლს აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მოთხოვნილი აქვს ზარალის იძულებითი აღსრულება, თუმცა ამ დოკუმენტს ვერ იღებს რადგან საქმე სასამართლოშია. ასევე, გაჩერებულია ჯარიმა.
მოსამართლეს მივმართე თხოვნით პროცესის დაჩქარებაზე და განვუმარტე თუ რატომ, იმიტომ, რომ ყველა მასალა აქვთ, ასევე წარვადგინე ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ეწინააღმდეგება პატრულის გადაწყვეტილებას, და აშკარად ხდის ჯარიმის უკანონოდ გამოწერას. ასევე მიზეზად მოვუტყვანე მანქანის დგომა საჯარიმოზე, რომ მანქანა უბრალოდ გაფუჭდება. რამდენიმე დღის წინ მოსამართლემ დამირეკა და ჩამანიშნინა პროცესის თარიღი, დრო და დარბაზი სნომერი. პროცესის მიმდინაროების ხანგრძლივობად განსაზღვრა 10 წუთი. 13:40-დან 13:50-მდე.
სასამართლომ საპატრულო დეპარტამენტის მიერ მათთვის გადაგზავნილი მასალა (რაც მოსამართლემ დააკისრა) სრულად გადმომიგზავნა, ისეთი განსხვავებული არაფერია, უბრალოდ იქ დამატებით წერია, რომ მე გენერალურ ინსპექციაში ვიჩივლე, და ის ქალი მძღოლი წერს, რომ შეჯახების მერე მობილურით დავაფიქსირე მანქანების მდებარეობაო და მხოლოდ მერე გადავაყენე მანქანაო, მოვითხოვე პატრულის გამოძახებაო. პატრული რომ მოვიდაო აღმოვაჩინე, რომ აღელვებული ვყოფილვარ და ვერ დამიფიქსირებია მანქანებიო. მობილური საერთოდ არ ამოუღია.
თქვენი აზრით, რა მელის?