მოკლედ,
ბევრი რომ არ ვიდაოთ, ცუდი მძღოლი მარცხენა საჭიანზეც და მარჯვენა საჭიანზეც ცუდი მძღოლია,
ბევრი მინახავს, მარცხენა საჭიანი საშინლად მოსიარულე ტიპი რომელიც ზოლებს კიარა იმას ვერ აღიქვავს რომ ამქვეყნად ცხოვრობს, ასევე მარჯვენა საჭიანის მძღოლიც.
მაგრამ მთავარი პრობლემა სოციალურ მდგომარეობაშია, განა მე მინდა მარჯვენა საჭიანის ტარება? მაგრამ მარცხენა საჭიანი ძვირია, ამიტომ მარჯვენა საჭიანს ვყიდულობთ იაფად რომ იგივე კომფორტი მივიღოთ რაც მარცხენა საჭიანს აქვს რომელიც 2ჯერ მეტი ღირს.
რაც შეეხება ტარებას, არასდროს გავდივარ აბგონზე თუ არ ვარ დარწმუნებული რომ გზა თავისუფალია ან დავასრულებ მანევრს შემხვედრის მოახლოებამდე,
მაშინ როცა სახლში მელოდება შვილი/მეუღლე, რომელსაც ვუყვარვარ თითოეულ მოძრაობას ენიჭება დიდი უპირატესობა, დაბერება მინდა და ვფრთხილობ.
ვარ ძალიან აგრესიული იმ მძღოლების მიმართ რომელიც "ატვეჩაი" არიან საკუთარ საქციელზე, დედის ხახის გინებით არ შემოვიფარგლები ხოლმე მხოლოდ, ერთი ორი გადმომიღია და მაკიაჟიც გამიკეთებია ცხვირზე/სახეზე. იმედი მაქვს მეორეჯერ აღარ იქნებიან "ატვეჩაები" .
ერთ ფაქტს გავიხსენებ, ხუდადოვის აღმართზე, სადაც ხალხს გამოყავს ბავშვები კალიასკით და სეირნობენ, რამდენი ფაქტი მახსენდება როცა სრულიად უწყინარ სიტუაციაში გადააფრინდა მანქანა ბორდიურს და ადგილზე გაათავა საწყალი ხალხი.
რატომ, რის გამო?!
ვაკეში ძილი აღარ შეიძლება, გამოვლენ ამ ძროხაგაყიდული ფულებით, იყიდიან ბმწეებს და მიდის პროწიალი, პატრონი არავინ არაა.
პავლოვზე ზებრაზეც ვერ გადახვალ დღისით მზისით, კულტურა კიარა ტვინი არ ააქვს ამ ხალხს ტვინი.
მოკლედ არ გამომივიდა, ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ წერა რომ გავაგრძელო სამსახურის საქმეებს ვინ მიხედავს
მოკლედ, იარეთ ნელა, თქვენს ზოლში, გაუფრთხილდით საკუთარ, სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ერთხელ მოდიხართ და ნუ მოიკლავთ თავს ჟეშტში.