ramazaფართიანი... ნავიგატორი უალტერნატივოა... სექვოია დიდია მაგრამ სალონში არ აქვს იმდენი ფართი რაც ნავიგატორს...
მე მყავდა 7 ადგილიანი ანუ წინ და უკან პასაჟირებს ბარი ქონდა, არის 8 ადგილიანი ვერსიებიც. თან მესამე რიგირ აქვს ნუ რავი... 190სმ იანი თანამშრომელი ისე იჯდა რო ფეხები გაშლილი ქონდა. აი ძაან ტევადი მანქანაა...
დალშე კომფროტს რაც შეეხება, ურბილესი... მიუხედავად იმისა რო მე ჩემი პრუჟინებზე გადავაკეთე, იმდენად მძიმეა მანქანა რო მაინც რბილი იყო... 3200 აქვს სუფთა წონა. თუმცა პადუშკებიც საკმაოდ გამძლე აქვს და ძვირი არ ღირს, 20-25$ ღირს ცალი და 5-6 წელი უყენია სასტავს, მუშაობს ვაბშე უპრობლემოდ... ერთად ერთი რაც მე მეძვირა მაგ მანქანაზე არის ამორტები, მთელი იბეი და ამაზონი და როკ აუტო გადავქექე, 120$ ზე ნაკლებში ვერ ვიშოვე, საბოლოოდ აქ დავატენინე და მუშაობდა ხოშიანად ეგეც, ნახევარი წელი უპრობლემოდ მატარა (მერე კი გავყიდე მანქანა

) , რაც შეეხება წვას, თხევადი გაზი მეყენა 86 ლიტრიანი ბალონი სავსე ბაკით ბათუმში ჩავდიოდი უპრობლემოდ ისე რო კიდე იყო გაზი, ქალაქში 30 ლარით გავდიოდი 95-100კმ ნორმალური სიარულით, ძაან საკაიფო სატარებელია, რაზვაროტი აქვს ამხელა მძორისთვის ძალიან მაგარი, ტრასაზე სიმართლე გითხრა სკუჩნია იმიტომ რომ სიჩქარე არ იგრძნობა საერთოდ, 100-110 ით რო მიდიხარ, გეგონება ესე 70 ით მიგორავო პროსტაო... ერთხელ კახეთში წავიყვანე ტურისტები და აღფრთოვანებულები დარჩნენ...
სავალი ნაწილი ძალიან მარტივი და გამძლე აქვს, ახლობელს ყავს ნავიგატორი ეხლა 480 000 აქვს გარბენი, საათივით მუშაობს ყველაფერი. მე სავალი ნაწილი ვაბშე თავიდან ბოლომდე აღვადგინე, ყველაფერი ექვემდებარება აღდგენას, წინა და უკანა მხარე სულ დამიჯდა სადღაც 350-400 ლარი.
პროსტა როგორც წინა პოსტში დავწერე, 2005-2006 იანს არ გაეკარო, ვანუსები ტვინს ღუნავენ წარა მარა...
ასევე ისიც გაითვალისწინე რო იგივე ფორდ ექსპედიშენია... ბევრი ნაწილი არის აი ერთი ერთში, როგორც ტოიოტა და ლექსუსია ისეა ფორდი და ლინკოლნი. პროსტა რატო არ ვიცი მაგრამ ფორდისგან გაცილებით გამძლე და ნაკლებად ფუჭებადი მანქანა... 1.5 წელი მყავდა, სავალი ნაწილი გავაკეთე, ამორტები დავტენე და ვსიო, ეგ იყო და ეგ... დღემდე არაფერი გაფუჭებია დარბის ისევ ისე მანქანა, 8 თვეა რაც გავყიდე...