მეგობრებო, დიდი ხანია ამ მოწყობილობით ვსარგებლობ
ყოველთვის მაქვს-ხოლმე საბარგულში ელექტრო-ნასოსი და მანომეტრი, ეს ისეთი რამაა რომ არ იცი როდის დაგჭირდება
ერთ-ერთ ჩემს ავტომობილს ჩამოყვა იაპონიიდან იაპონური (ბევრი რამ ჩამოყოლია ჩემს მანქანებს)
და ამის მერე ყოველთვის მაქვს-ხოლმე მანქანაში
როდესაც ვყიდი ჩემს მანქანას , არ ვძარცვავ და ვატან იმას რაც ჩამოყვა (რაც არ უნდა ჩამოყვეს)
რაც ელექტრო-ნასისის კაიფი გამოვცადე, მას შემდეგ ყოველთვის ვყიდულობ ხოლმე ლილოში რუსული წარმოების ამ მოწყობილობას თავისი მანომეტრით
ერთიდაიგივე კაცთან, ღირს 50 ლარი და დავდივარ წყნარად, ყოველ 3-4 დღეში ერთხელ ვამოწმებ საბურავების ატმოსფერულ წნევას
ამ პროცედურაზე მიდის სულ რაღაც 10 წუთი და ვფიქრობ რომ საბურავებიც ამიტომ მინარჩუნდება შედარებით მეტ ხანს და ცვდება თანაბრად
ნისსან X-ტრაილს ჩამოყვა ვიდეო-რეგისტრატორი მზის სათვალე თავისი ჩიპით, ტოიოტა ისისს ჩამოყვა გარედან გადასაფარებელი ჩიხოლი, ვიშს ჩამოყვა ელექტრონასოსი, პაჯერო იოს ჩამოყვა აკუმულიატორის დენზე დამტენი აგრეგატი, რომელიც 3 საათში სრულიად ტენის აკუმულიატორს