ცალსახად გაზის საწინააღმდეგო პოსტი დადე.

გრანდისი მყავს მეც. ტრასაზე წვავს მინიმუმ 10 ლიტრს ანუ 1000 კმ-ზე უნდა მინიმუმ 250 ლარის ბენზინი.
შენს პოსტში 10 ლარის გაზზე დაწერე 70 კმ-ს გადისო და ამას გადის ქალაქის პირობებში მაგდენს. მაშინ აიღე და ბენზინიც რეალური დაწერე მინიმუმ 14 ლიტრს რომ წვავს და მერე იანგარიშე.
არც კიდევ დიდი მომსახურება სჭირდება. 50000 კმ მიხდება რაც გაზი დავაყენე და მისი მერე ერთხელ მივედი ფილტრების გამოსაცვლელად და იქვე დავარეგულირებინე კიდევ ხელახლად. არაფერს ძალიან უსაშველო ხარჯს არ ითხოვს.
ხოდა ტრასაზე 10 კუბი გაზი უნდა 100 კმ-ზე ანუ 1000 კმ-ზე დასჭირდება 140 ლარის გაზი. აქ ვითვალისწინებ ფილტრების ცვლის და გაზის რეგულირების ხარჯს, რადგან 15 კუბით ყოველთის გავივლი 170 კმ ტრასაზე.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, დღეს გაზი მინიმუმ 45%-იან დანაზოგს აკეთებს. საუბარი მაქვს ისეთ მანქანებზე, როგორიც თუნდაც გრანდისია, რომელსაც გაზი ბევრს ვერაფერს აკლებს თორემ ტოიოტას მინივენებზე არც უნდა დააყენო გაზი თორემ რასაც დაზოგავ საწვავში, მერე ძრავების ცვლაში 2 იმდენი არ გეყოფა.
არ ვდაობ იმაზე, რომ ძალიან ეცემა ძრავის სიმძლავრე გაზზე, დამატებითი მოწყობილობა გიდევს მანქანაში და მომეტებული საფრთხეა. მომეტებულში არაფერ მნიშვნელოვნად მომეტებულს არ ვგულისხმობ. მთავარია, რომ ნორმალურად დააყენო გაზი.
საბარგულზეც არ გედავები, თუმცა გაზს იმიტომ ვაყენებთ, რომ მისგან ეკონომია გვინდა პირველ რიგში.
და კიდევ, დღეს რომ გაზი მქონდეს დასაყენებელი, ისევ ბუნებრივს დავაყენებდი და არა თხევადს.