zoro27თუ გამოგადგება ინფორმაცია დავწერ:
ბოლო სამი მანქანიდან ყველა მივეკი იყო. პირველ გრანდისზე მე-4 თაობის გაზი მედგა და ახლანდელი გაზის ფასის გათვალისწინებით 10 ლარი 90 კმ-ს მატარებდა. მერე მყავდა 1.5 პრასტოი კოლტი. შერეული სვლით წვავდა 8 ლიტრს და მაშინ დაემთხვა 1.25-35 ლარი ბენზინი - შესაბამისად გაზი არ ჩამიდგამს. თუ გაწევაც გინდა გქონდეს ნორმალური, მაშინ ჯობია მე-4 ჩააყენო.
vakhushti -მ როგორც გითხრა ეგრეა რაა.. გაწევაში გექნება ძირითადი სხვაობა. გაითვალისწინე, რომ მე-3 თაობის ნორმალური მონტაჟის მერე ჩათვალე, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხელის დადება არ დაგჭირდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეხლანდელ გრანდისზე მესამე თაობა მიყენია და 20 თვის განმავლობაში 3-4-ჯერ ვარ ნამყოფი გაზის ხელოსანთან და აქედან 2-ჯერ გამომიშვა - რას ერჩი ნორმალურად მუშაობსო

რაც შეეხება კოლტზე (მე ვსაუბრობ მხოლოდ 1.5-იანის შემთხვევაში. 1.3-ზე გაზს, მგონი აზრი არ ააქვს, მითუმეტეს მესამე თაობას) მეოთხე თაობის დაყენებას - ახლის შემთხვევაში ყველა ვარიანტში კარგი აპარატურა დააყენე! მე OMVL-s გირჩევ, გამოცდილებიდან გამომდინარე. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან ბერვჯელ ხელოსანთან მისვლას გადარჩები, რეგულოვკის გასაკეთებლად. თუ მეორადს დააყენებ, აქაც იგივე პრინციპით - ხარისხიანი აპარატურა შეარჩიე და ხესანს შეამოწმებინე, რო სიკარგეზე და მუშაობაზე პასუხისმგებელი ის იყოს, ანუ რომ გირჩევს კარგიაო - უნდა იყოს მუშა და კარგი

ვარიატორი მიყენია პირველ და მეორე გრანდისზეც. მიკროლუჩის 150 ლარიანი. მივეკის ძრავზე თუ არ ვცდები აუცილებელია გაზის მონტაჟის მერე ვარიატორის ჩაყენება. ვინმემ თუ იცით რომ ზედმეტია - ეგეც დაგვიწერეთ

ეხლა რაც შეეხება ჩემს მეორე გრანდისს, სპორტ ჯეარია 2006 წლიანი. ჩვეულებრივ 2.4 მივეკი. 50 კ გავიარე მესამე თაობის გაზით და იმის ხარჯზე, რომ დიდი ძრავია + ვარიატორი მიყენია - ნამდვილად არ ვუჩივი გაწევის პრობლემას. თუმცა ბენზინზე რო იყო - მინივენის კვალობაზე ძლიან მაგარი გაწევა აქვს
* * *
vakhushti მე ჩემით მომიწია რამოდენიმეჯერ გასწორება

) თუმცა მივეკზე ყველაზე უპრობლემო მგონია მესამე თაობა