კაი ხანი არც გამოვა ეგ დიდი დილემაა ბუნებრივისთვის, ობდ-ს მხარდაჭერას ეძახიან მეხუთე თაობას და ეგ უკვე თითქმის ყველა თანამედროვე სისტემას აქვს, მასე მაქვს 3 თაობისთვის ობდ-ს ბლოკები რომლებიც ჩეკს აქრობენ და რაღაცეებს აკორექტირებენ ბენზინის კომპში ანუ რა გამოდის რომ დავაყენებ ამ ბლოკს 3 მე თაობაზე 5 გახდება თუ ?......
რაც შეეხება მეხუთე თაობას პრობლემა არის შემდეგი : 1 ყველაზე დიდი პრობლემა წვის მაღალი ტემპერატურა.
რომ დაწიონ დაბლა საჭიროა საწვავი კოლექტორში ჩავიდეს თხევადი სახით ანუ მინ 70 ატმოსფეროთი მაინც .... აი მანდა პრობლემა რადგან ელექტრონიკა გაძლევს მაგის საშუალებას თუ გინდა ნანოწამებში გახსნას და დაკეტოს იჟექტორი მარა იჟექტორი უკაცრავად და 2 მილიწამზე ნაკლებ დროში ტრაკის გატოკებასაც ვერ ასწრებს და წარმოგიდგენია რომ 2-3 მილიწამი ჩადიოდეს 70 ატმოსფერ წნევა ერთ ცილინდრში...... ერთი გზა არის ხვრელის დაპატარავება მარა მასე ერთი დღეც ვერ იმუშავებს ჭუჭყის და ნაგვიანი გაზის გამო(მითუმეტეს ჩვენთან)
ამიტომ ცოტა დიდი ხნის პერსპექტივაა და მგონი იმდენი რომ ელექტრომობილები მოუსწრებენ და არავის აღარ დაჭირდება
მარა რა გინდა საქართველოში იმდენი წელია წარმატებით იყიდება 5 თაობა რომ

თხევადისთვის კი ბატონო სულ 10 ატმოსფეროზე თხევადდება და ყველანაირი ტექნიკური ბარიერი დაბალია ...
რამდენი წელია პრინცს ააქვს გაკეთებული პიეზო იჟექტორებზე მარა ძალიან მგრძობიარეა გაზის სისუფთავეზე და ჩვენთან კი არა ევროპაშიც ვერ გაამართლა, საქაართველოშიც კი მყავს მასეთი მანქანები ნანახი რათქმაუნდა უკვე აღარ მუშაობდა გაზზე ან რომ ჩამოიყვანეს ერთ კვირაში მოკვდა იჟექტორები
აფერისტებს კიდევ რა გამოლევს დაიკიდე, შენ ის უნდა განახა გაბღენძილები რომ მოვლენ ხოლმე 5 თაობის გასწორება იციო , საშინელი რეაქცია მაქვს და მიხვდები საითაც ვაგზავნი ხოლმე