იტოგში დღეს დილით ჩამოვაგდე ევაკუატორიდან. ამ საოცრებასთან ერთად მოუწია მგზავრობა ჩემს ურემს

ვუცვლიდი ევაკუატორის მძღოლს და არაო

აზერეთში უნდა წაეყვანათ სამუზეუმო ექსპონატად. 1937 წლის სრულად რესტავრირებული ოულდსმობილი. ძაან რამე იყო .
აუდის კლუბის მაღაზიაში შევირბინე და მატორისტის ნომერი მომცეს. გავუგორე ფეიქრებზე .
ოდნავ ვცადეთ დატრიალება და ნორმალურად დატრიალდა ძრავი. ნუ სტუკი მთლად მაინც არ გამოვრიცხე , მარა იმედი მომეცა.
მოვხსენით კარტერი. ლაპას არაფერი ჭირდა. ერთი შეხედვით დაბლიდანაც არაფერი ჩანდა. მოვიტანე კარტერი და ზეთი და დავაყენეთ.
ვცადეთ დაქოქვა, ტრიალებდა , მარა არ იქოქებოდა. ჰაერს უკან აბრუნებდა. კომპრესია ნოუ. დავაპერემიჩკეთ რო აკუ არ დამჯდარიყო დაქოქილი მანქანიდან და ვატრიალეთ კიდევ, მარა ბოლს ინთეიქიდან უშვებდა.. ან კლაპნებია დაღუნული, ან პრაკლადკაო სერგომ . ავხადეთ კრიშკა და მეტკები იყო არეული. შკივი რითიც ედება რასპრედვალს, ის პატარა კუსოკი იყო მოტეხილი.
დავითრიე ახალი შკივი, რემენი დავაყენეთ ისევ და დაიქოქა.... ოღონდ პერებოით
იტოგში როგორც დავასკვენი, კარტერი რომ დაარტყა იმ ჩუგუნმა ამერიკელმა , სავარაუდოდ იარა ცოტა უზეთოთ, მერე გაჭედა რასპრედვალმა და მიატყდა შკივი, აირია მეტკები და დაღუნა კლაპნები. რაღაც მსგავსი მოხდა რა.
მთავარია სტუკი არ აქვს.
ორშაბათს მოიხსნება გალოვკა , შეიცვლება პრაკლადკა, კლაპნები აიწყობა. რემენი ისტორიაში უწერია რომ 25 K კმ-ის წინ შეიცვალა. ერთ 25-ს კიდე გაივლის, მარა ბარემ ხო არ შევცვალოთქო. ვნახოთ.
უეჭველი რაც მჭირდება არის გალოვკის პრაკლადკა . კლაპნები დაშლილებში , და ნუ ზუბჩატი ჯერ არ ვიცი.
სად დავითრიო ხარისხიანი ნაწილები? ავტობანში, თუ თეგეტა -შმეგეტა?
გალოვკის მოხსნა და ჩალიჩი 80 ლარი მითხრა სერგომ. კაი ფასია მგონი.


* * *
quattroგაიხარე , მადლობა .
არ მეზარება ჩალიჩი და ხელოსანს რო ვადგავარ, იმაზე მეტად ვითხვრები ხოლმე საბოლოოდ

მარა ეხლა ამას მე მოუნდებოდი ორი დღე, უცხო მანქანაა მაინც . თან მოხსენი, წადი იყიდე , მიაყენე, დაქოქე და ა.შ. მაინც პირველად ვამჯობინე ხელოსანთან მიყვანა, იმიტო რო მხოლოდ ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო (რეალურად მეტი პრობლემაც იყო) და საჩალიჩო გამოჩენილიყო, მერე წინ და უკან ვეღარ ვატარებდი ბუქსირით.
ერთ დღეში გაიასნდა რა და იმედია ორშაბათს თუ დროში არ მოიკოჭლა , მოვაყომარებთ.
* * *
ერთი რა მაინტერესებს , რო მოხსნის გალოვკას, კაი კლაპნები დაიღუნა , ვნახავთ. კიდე რას მივაქციო ყურადღება, რამე დაზიანდებოდა კიდევ?
მარტო კლაპნები რო ჩავყარო და სხვა პრობლემაც ქონდეს, მეორედ დასაშლელი არ გახდეს მერე.