ჰორორებს მეც მოვყვები რა :დ
კაროჩე ერთხელ შუა მარტში მარტვილში მოგვიწია ოჯახს წასვლა გასვენებაში.....
ცრვ მყავდა მაშინ, ამერიკული..
იქითობისას ღრუბლიანი იყო
მარა იქ უცებ შეიცვალა ამინდი და მაგრად მოთოვა, დადო თან და ეგრევე მოყინა
და აქეთობისას ცოტა სწრაფად მოვდიოდი, მალე მინდოდა გამევლო ეს ცუდი ამინდი
სადღაც ხონთან ახლოს, ვიგრძენი რო ცურავდა მანქანა მაგრამ ვიმორჩილებდი, ერთ მომენტში კიდე ვეღარ დავიმორჩილე, და ეგრევე გადაცურდა გვერდულად კანაოში გზის გვერდით..
კიდე კაი ღრმა არ იყო...
უცებ საღაციდან გაიჩითნენ იქაურები და ამოგვათრიეს - შიტოკი იყო შეჭეჭყილი, მეტი არაფერი მოსვლია...
გავაგრძელე ნელა სიარული
რიკოთამდე რომ მოვაღწიე, სულ დაბნელებული იყო და მოყინა დვორნიკი, ვაბშე არ ჩანდა არაფერი
წინ მივდივარ და ვხედავ ერთი შუქია მარტო
უცებ ვერ მოვედი აზრზე რა უნდა ყოფილიყო
თურმე გრეიდერია და ერთი ფარი უნთია, კინაღამ შევაჯექი ლაბავოი......
კაროჩე მარილს ყრიდნენ და ნუ საცობი იყო
როგორც იქნა გადავიარეთ უღელტეხილი...
ჩვედი ხაშურში და იქ მშრალია უკვე ტრასა და მივაჭირე გაზს.....
სადღაც ქარელამდე არმისული, ბახ და უკანა საბურავი გასკდა...
რა მექნა გავჩერდი, ჩავრთე ავარიულები.....
მაგარი ბანძი ადგილია, არც განათებაა, არც კალონკა სადმე ან დასახლებული პუნქტი, აი ვაბშე არაფერი
დამკრატი არ მაქვს
ვაჩერებ ყველა გამვლელს არავის არ აქვს
ერთი 2 საათის მერე ახლობელი მოდიოდა ისიც გასვენებიდან და იმან მიშველა, ხაშურში მიბრუნდა, დამკრატიანი ტიპი წამოიყვანა ვულკანიზაციიდან, შევცვალეთ საბურავი, მივიყვანეთ ეს კაცი უკან, ამას დავემშვიდობე და მეთქი წავედით და ჩემი ფეხები,
არ დაიქოქა მანქანა (ამდენი ხანი ავარიულები რომ მენთო, დაჯდა აკუმლატორი
კიდე კაი იმას პერემიჩკები ქონდა........
კაროჩე მარტვილიდან საღამოს 4 ზე გამოსულები თბილისში ჩამოვედით დილის 4 ზე