ქართლოსიტოიოტას ამ მოდელთან დაკავშირებით ბევრი გვიმსჯელია "მინივენების" თემაშიც
ტოიოტას ორი ერთიდაიგივე მოდელი ყავს ოდნავი განსხვავებით : ვოქსი და ნოაჰი
ამ მოდელებზე თითქმის ერთიდაიგივე ჭრილში შეიძლება საუბარი
ორივე ეს მოდელი ტურისტული საქმიანობისთვის მისწრებაა, ანუ ტრასის მანქანებია
გაიტავლისწინე ქარტლოს, რომ 2004 წლის 7-ე თვემდე ორივე ეს მოდელი გამოდიოდა ჩვეულებრივი ავტომატური გადაცემათა კოლოფით
2004 წლის აგვისტოდან კი რატომღაც ჩაუყენეს ვარიატორული გადაცემათა კოლოფი , ალბათ უფრო გათანამედროვების მიზნით
D-4 ძრავები, რომლითაც აღჭურვილია ეს მანქანები , პირდაპირი შეფრქვევის სისტემებია, თუმცა მისი დადებითი მხარე არის ის რომ
D-4 ეს იგივე ევრო-4-ია, ეს ძრავები ეკოლოგიურადაც უფრო გამართული ძრავებია, გამონაბოლქვის 75%-ს ფილტრავს კატალიზატორის მეშვეობით
ერევა გაფილტრულ ჰაერს და ეს ნარევი ბრუნდება უკან ძრავში, რის ხარჯზეც იძლევა ბენზინის ეკონომიას თუ ძრავი გამართულია.
ზეთი უნდა ახმარო კარგი და ცვალო 6-დან 8-მდე, ასევე ბენზინი პრემიუმზე ნაკლები არ უნდა ჩაასხა
მეც მომყავს ტოიოტა ვოქსი იაპონიიდან, რომ იტყვიან 1000 მანქანიდან ყველაზე საუკეთესო ამოვარჩიეო, ასეა ჩემი ვოქსიც, საუკეთესო შეფასებით
უკვე თურქეთშია შემოსული : რაამოდენიმე დღეში (ორ კვირაში) მეყოლება
ეხლა მყავს ასევე საუკეთესო ფორმაში მყოფი ტოიოტა ვიში 2007 წლის გამოშვება ,1.8 VVT-i უბრალო ძრავით და უბრალო ავტომატიკა+ტიპტრონიკი
ამ ორიდან ერთი უნდა გავყიდო, ოღონდ ჯერ არ ვიცი რომელი



