მოკლეთ მსგავსი თემა ვერ ვნახე და აქ დავწერ და ვიკითხავ: მომივიდა GCG ინვოისი, წერია 480$ ექვივალენტი ლარში ეროვნული კურსით, წავედი და გადავიხადე, მივდივარ კარგოში საბუთების წამოსაღებად და უცებ ვგებულობ რომ თურმე ჩემი მანქანა წითელშია,(ეს წითელი და ლურჯი რა არის არ ვიცი) ნუ იტოგში, ვიკითხე რას ნიშნავსთქო და ... 50$ გადასახდელი გაქვთ და სანამ არ გადაიხდით ვერ წაიყვანთ მანქანას,რომც გაიხსნასო.
რისია ეს 50$ ვიკითხე და რაღაც გარანტიაო თუ დაზღვევაო, თქვენს დილერს მოკითხეთო, წამოვედი შევედი ჩემს მაილზე და დამხვდა ინვოისი(ამოვბეჭდე) რაღაც გაურკვეველი კომპანიის რომელიც მდებარეობს მოსკოვის პროსპექტზე (აღარ მახსოვს სახელი) ავიღე და წავედი SBT-ში ყაზბეგზე, მივედი,ვნახე ეს დილერი და ტიპს ვეკითხები რა არის ეს 50$ თქო, გარანტიაა რომ მანქანა თუ დაზიანდა კონტეინერშიო დაზღვეული გამოდისო და გადაგიხდიანო ,მეთქი მსგავსი რამ პირველად მესმისთქო და არც თქვენ გითქვამთ მანქანის შეძენისასთქო, ნუ მოკლედ, სუ ცალ ფეხზე გვკიდია გვითქვამს თუ არ გვითქვამსო, ეს კომპანიის წესია და უნდა გადაიხადო ,ვერ გაიყვან მანქანასო. პასუხისმგებელი პირი მომიყვანე კომპანიისთქო, შენ ვერ გაგებინებ ვერაფერსთქო, ფეხმძიმედ არის და დეკრეტშიაო

დროებითი მოვალეობის შემსრულებელი მომიყვანეთქო, არაა აქო. აგერ სკაიპში მელაპარაკებაო, ხოდა უთხარი მოვიდეს ნახვა მინდათქო, იტოგში არც უთხრა და თუ უთხრა, არც მოვიდა. წამოვედი და ვრეკავ კონკრეტულ ინვოისზე მითითებულ ფირმაში, ვისი ინვოისიცაა და ვისი ბეჭედიც არტყია ზედ. (ვინმე "არმენასთან") ხოდა ტიპი მეუბნება ეგ ძმაო ნებაყოფლობითია თუ გინდა გადაიხდი და ისარგებლებ შესაბამისი მომსახურებითო და თუ გინდა არაო. მეთქი მანქანას არ მაძლევენ შენს ანგარიშზე თუ არ ჩავრიცხე 50$ მეთქი. არა ძმა, შანსი არააო.

ნუ კაროჩე წავიდა გადაბრალებები და მსგავსი მარგალიტები. იტოგში ტიპს დავემუქრე კანონით, მეთქი კონტეინერს როგორც გახსნიან და ჩავალ ფოთში გამოსაყვანადთქო, თუ არ მომცეს მანქანა, ვიძახებ პატრულსთქო, რაღაც თაღლითობის სუნი ასდის ამ საქმესთქო და თქვენი ნერვები არ მაქვსთქო. ბაზარი არაა ძმა, როგორც გინდა ისე მოიქეციო. კაი მეთქი და დაუკიდე. გადის 5 წუთი და იგივე პიროვნება მირეკავს უკან. ძმა ... იტოგში მიდი ეხლა შენ პირადობის ქსეროქსი გადაიღეო,ზედ დააწერე მანქა ის ვინიო და ისიცო რომ პრეტენზია არ გაქვს თუ კონტეინერის გახსნისას მანქანა ვიზუალურად დაზიანებული გამოდგებაო და მოვხსნით მაგ 50$ სო. მეთქი ამ მაქანის გარდა კიდე მყავს ნაყიდი და გზაშია მეორე ანალოგიური მანქანათქო და არც იმის 50$ არ გადავიხდითქო. ჯერ ეს გამომიგზავნე და მერე მაგას მივხედოთო. ამასობაში სკაიპში მომდის მესიჯი, მწერს sbt-ს დილერი, მომდევნო მანქანაზე საკონტეინერო გადაზიდვის ფასი იქნება 690$

ანუ 480 გადავიხადე ახლა და მეორე მანქანაზე 690$ გამიხადა. კონტეინერი გაძვირდა დეკემბერში 300$ და გახდა 1900 მაგრამ უნდა მოუწიოს 570$ და არა 690$ . იტოგში თვითნებურად წაამატა კომპანიამ 120$ რომ ამ 50$ - 50$ განვაცხადე პრეტენზია.
ახლა კითხვა: კი მარა ვინმეს მსგავს ყაჩაღობა-თაღლითობასთან გქონიათ შეხება თუ მე მნახეს ირემი ამათმა?

როგორ შეიძლება რაიმე დაზღვევა მოითხოვო ისე რომ დასაზღვევმა არაფერი იცოდეს ამის შესახებ, არა ხელშეკრულება და ხელმოწერა, არა არანაირი გაფრთხილება.
ებიჯო რამოდენა ვწერე მარა მოდი და აახევინე ახლა ამ გაუბედურებული კურსის დროს ვიღაცას 100$

თან ამ კომპანიას ვეუბნები, მოსკოვის გამზირზე ხომ გაქვთ ოფისი,მოვალ მანდთქო და არაო, ესე დავდივართ ქალაქში, ოფისი არ გვაქვსო

გადავირიე. ალბათ რომ მოეყოლა ვიღაცას ძნელად დავიჯერებდი ამას