დარეკე და გეტყვიან როდის გაიხსნება, არეული აქვს საიტს უკვე 1 თვეა.
ან აქ ჩაწერე კონტეინერის ნომერი, როგორც კი გაიხსნება გამოჩნდება რს-ზე
http://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=4839&lang=1Meerk4tაქ შეგიძლია გემებს უყურო
https://www.marinetraffic.com/შენი გემი ჩაწერე ძებნაში და ნახავ ლაივ რუკაზე ამ მომენტში სადაა და სად მიდის.
როდის ჩამოვა ჯერჯერობით ძნელი გასაგებია, გემების განრიგები უნდა მოძებნო ზიმის საიტზე და დაახლოებით გამოიანგარიშო.
* * *
ხოდა მოკლედ ჩემი ლოდინიც დამთავრდამ 1 კვირის წინ წამოვიყვანე,
როგორც კი გახსნეს იმ დღესვე წავედი და კიდევ კარგი წავედი,
ფოთში შტორმი რომ იყო ზუსტად მაგ დღეს მივედი, რომელი მანქანებიც ვერ დადიოდა ვერ გამოყავდათ, სატვირთოებს არ ამუშავებდნენ ქარის გამო და ხალხი იდგა და ელოდებოდა ქარის ჩადგომას.
ჩემი მანქანა რან ენდ დრაივ იყო და გამიმართლა გამოიყვანეს, მარა წინა ფანჯარა ჩამოწეული დარჩათ და სავარძლები სულ დამპალი იყო
კიდე უკანა ფარი გამიტეხეს, სავარაუდოდ ჩამოღებისას, სურათების გადაღება დამავიწყდა
საბედნიეროდ აღარაფერი ამომაცალეს, ეტყობა ფარიც ეყოფაო იფიქრეს.
რჩევა:
ვისაც პირველად ჩამოყავს მანქანა ფოთში ფულს რომ გადაიხდით და გაგიშვებენ მანქანის გამოსაყვანად იქ ოპერატორები ზიან რომლებსაც სულ ძალით უნდა შეატენო შენი ფურცლები და ყოველ 1-2 წუთში ახსენო რომ წავიდეს და გამოიყვანოს შენი მანქანა, თორემ შეიძლება საათზე მეტი იდგეთ და ელოდოთ როდის გაანძრევენ ერთ ადგილს.
This post has been edited by sabuk on 30 Nov 2017, 14:46