კომპეტენციაზე დიდად ვერ დავდებ თავს, მაგრამ ჩემი მცირე გამოცდილებიდან გეტყვი: შტორმის დროს ზღვა ქვემოთ უფრო მეტად ღელავს, ვიდრე ზედაპირზე ჩანს. ეს იწვევს წყალში ქვიშის მოძრაობას ნაპირისაკენ და შესაბამისად, მცირდება დიდ დრაფტიანი გემებისათვის წყლის სიღრმე.
შენ და სხვა ელოდებით ერთი-ორ მანქანას და მაგაზე ღელავთ აქ. ამ გემებზე კიდევ ასობით სხვა ტვირთებია, რომლითაც ვაჭრობს აქ ხალხი (მათ შორის, ხორცპროდუქტები და ბევრი სხვა მალფუჭებადი და საყინულე ტვირთი). ისინიც უფრო მეტ ზარალს განიცდიან. ასევე ზარალობს საზღვაო გადამზიდი ხაზები, ეს გემები ასე ტყუილად რომ დგას რეიდზე, ყველა იხდის მოსაკრებელს აქ დგომისათვის და არც ისე მცირე თანხაა ეს. ასევე ზარალობს ფოთის პორტი, ამდენ ხნიანი უქმობითაც. ასე რომ, არავის აწყობს ეგ სიტუაცია.
რაც შეეხება შტორმს, ბევრი სერიოზულად ვერ აღიქვამს წყლის ძალას და აქაურ პორტს და მის მენეჯმენტს აგინებს.
აგერ რამდენიმე მაგალითი ფოთის რეიდზე მომდარი შემთხვევებისა:
აგერ მეორე მაგალითი, მაგრამ ეს მსუბუქად გამოძვრა კიდევ:
http://news.bigmir.net/world/766729-Parom-...kogo-porta-Potiრაც შეეხება გემებს:
როგორც ზემოთ ითქვა, ბურაკ ბაირაქტარი და მედ ტეკირდაგი წავიდა ბათუმში დასაცლელად. მანამდე კი ბათუმში იცლება მაქს კარიერი, რომელმაც პირველი რეისი შეასრულა ახალ ხაზზე: GIOIA TAURO- CONSTATZA - ODESSA - BATUMI.
ხოლო ფოთის პორტშI რეიდზე რჩება გემები შემდეგი მიმდევრობით დასაცლელად:
მე-14 ნავმისადგომი: LEONIE P, DIANE A, BERNARD A.
მე-7 ნავმისადგომი: AYSE NAZ BAYRAKTAR (ხვალ მოვა და თავისივე თანახაზელის, მედ ტეკირდაგის რიგს დაიკავებს, რომელიც ბათუმში წავიდა.) და ეიჟეთიქ გლორი.
რაც შეეხება სხვა გემების ბათუმში წასვლას: ბათუმის პორტში მხოლოდ MSC ხაზი ოპერირებს. შესაბამისად, სხვა გემების იქეთ წასვლა თითქმის გამორიცხულია.
გმადლობთ ყურადღებისათვის
This post has been edited by GEPTI on 12 Dec 2016, 20:28