ძრავი, წელი და კაროპკა თქვი.
E220 6 იანი მექანიკა, 143 ცხენიანი ქალაქში 7-8 ს წვავს თბილ ამინდებში, ეხლა 8-9 ზე ავიდა. ტრასაზე 4.0-4.5 ს წერს თბილ ამინდებში, ეხლა 5 ლიტრს წვავს, ან ცოტა მეტსაც. ზეთი სინთეტიკა უნდა აუცილებლად, 5-5.5 ლიტრი მიდის. საწვავის ფილტრი ყველა ზეთის შეცვლაზე უნდა შეცვალო, ჰაერის ფილტრი, 2 ზეთის შეცვლაში ერთხელ მაინც. ჯამში სადღაც 130-140 ლარი ჯდება ფილტრებიანად(გააჩნია ზეთის ფასს რაა). გარბენი მაქვს თითქმის 380 000კმ (ნაღდია, 357 ით ჩამოვიდა გერმანიიდან) და კარგად მუშაობს სისტემა, არც გაწევას ვუჩივი და ხმაც ნორმალური აქვს(მოემატა ცოტა). დიზელი, ლუკოილის ჯობია საბოლოოდ. 1.64 ღირს ეხლა, ბარათით თუ იყიდი (მინიმუმ 100 ლიტრი უნდა იყიდო), მაშინ 10 თეთრით იაფად ყიდულობ ლიტრს. თU რამე კითხვა გექნება, მომწერე

პრობლემას რაც შეეხება, უშუალოდ დიზელის სისტემაზე 30 ლარიანი რაღაც დაჩიკი გამიფუჭდა და ეგ შევუცვალე, დალშე თავიდან ჩამოვიდა პრობლემით, კოლექტორზე იყო რაღაც რეიკა ჩატეხილი და მაგის გამო 3 K აბაროტზე ზევით არ მიდიოდა და არც ტურბოს ხსნიდა. კოლექტორი 50 ლარი ღირდა მეორადი + ვოზდუხამერი 100 ლარი და მორჩა, მაგის მეტი დიზელის სისტემა არც გამხსენებია, მუშაობს იდეალურად (გარბენისა და წლოვანების კვალობაზე )
ზოგადად მეორად მანქანაზე და განსაკუთრებით დიზელზე, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მდგომარეობაში იყიდი მანქანას.
This post has been edited by volovo s on 5 Dec 2016, 22:36