გილოცავთ ბიჭებო ახალ წელს, სიკეთე და დოვლათი მოეტანოს თქვენ ოჯახებში
ერთი ახალი ამბავი მაქვს კიდე, იმათთვის ვინც 1 იანვრამდე გამოუშვა მანქანა ან ჩატვირთა, არსებობს ასეთი ბრძანება ფინანსთა მინისტრის N290 საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ და იმ ბრძანებაში ჩაიწერა ასეთი რაღაც.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/3524998 აი ამოჭრილი საინტერესო მუხლები:
„ც) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-100 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად:
ც.ა) კონოსამენტი, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ამ საქონლის (ტვირთის) გემზე მიღების თარიღი, ან
ც.ბ) საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მსუბუქი ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვასა და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2017 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერს და მსუბუქი ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს.“.
ანუ კონოსამენტში თუ წერია მხოლოდ ჩატვირთვის თარიღი მანქანის ვინ კოდთან და მოდელთან ერთად, რომც არ იყოს 1 იანვრამდე წამოსული, მაგრამ გადამზიდს მიღებული ქონდეს ტვირთი გადასაზიდად, ძველი ტარიფით განბაჟდება.
ამას როგორ განმარტავენ კარგად ვერ მივხვდი, გამოდის უკვე უნდა წარადგინონ კონოსამენტი ვინც აიღო, ან მე ვერ მივხვდი .
"ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მსუბუქი ავტომობილის ტრანსპორტირების დაწყების თარიღის დასადგენად საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტი საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში."“.
ხოსა დიდი შანსია რო გადარჩე ))
This post has been edited by Gull wing on 3 Jan 2017, 11:48