
რატომ ღადაობთ ?
ყველაფრის კურთხევა შეიძლება
შესაბამისი ლოცვაც არის,
«წეს-განგება ახალი მანქანის კურთხევისა
მღვდ.: ,,კურთხეულ-არს ღმერთი ჩუენი!.. მედავითნე (ან სხვ.): ,,მეუფეო ზეცათაო..." (და შემდგ. დასაწყ. ლოცვ.); ,,მოვედით, თაყვანის-ვსცეთ..." (3X); 90-ე ფსალმ. (მღვდ. აკმევს მანქანის გარშემო და შიგთავსს). მღვდ. (ან დიაკონი): ,,უფლისა მიმართ ვილოცოთ!"; მღვდ.:
,,უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელი ზი* სერაფიმთა ზედა და ხუალ** ქერუბიმთა ზედა; რომელმან ესე სიბრძნითა შეამკევ კაცი და თვისითა ზრახვითა კეთილითა კეთილად წარმართებ ყოველთა! გარდამოავლინე კურთხევაი შენი მანქანასა ამას ზედა და მოუვლინე ანგელოზი შენი, რათა ყოველთა, რომელთა ვლონ*** მანქანითა ამით, მცველ-ექმენ და წარუმართე სვლაი, რათა განასრულონ გზაი თვისი მშვიდობითა და დაუმარცხებლობითა და შენდა დიდება და მადლობა შესწირონ _ დიდებულსა მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, ამინ!".
მღვდ. ნაკურთხ წყალს ასხურებს მანქანას, გარედან და შიგნით, მეტყველი: ,,იკურთხების და განიწმინდების მანქანაი ესე, სხურებითა წმინდისა ამის აიაზმისათა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!" (განტევებაი წმ. ილია წინასწარმეტყველის მოხსენიებით)».
--------------------
*,,ზიხარ" (ახალქართულად);
**ეს, ამ შემთხვევაში, არის არა დროის გარემოება, არამედ მხოლობითი რიცხვის მეორე პირის ზმნა, რომელიც ნაწარმოებია სახელზმნებიდან ,,სვლა", ,,სიარული" (პირველ პირში: ,,ვალ"; სხვათა შორის, ი. ჭავჭავაძეს, ,,აჩრდილის" ხელნაწერში, ეს ფორმა აქვს გამოყენებული _ ,,მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვალ შენთანა!.." _, რაც ბეჭდური გამოცემებისას შეცდომითაა გაგებული და გვაქვს არა ,,ვალ", არამედ ,,ვარ");
***იგივე სახელზმნის (,,სვლა") მომავალი დროის მრავლობითი რიცხვის მესამე პირი (შენიშვნ. და სერბულიდან თარგმ. ჩვ. _ მღვდ. გ. სხილაძე).
http://www.newposts.ge/print.php?id=60367აი წაიკითხეთ და მერე იცინეთ
ყველაფერზე ღადაობა არ შეიძლება ხალხო,
რომ კითხო მორწმუნეები არიან, არადა საეკლესიო წეს ჩვეულებებს დასცინიან
ღმერთის მაინც არ გეშინიათ?
This post has been edited by UMTS on 27 Dec 2016, 10:49