სხვადასხვა ავტომობილების წვაზე რაც შემიძლია გითხრათ, სხვადასხვა ავტომობილები მყოლია ამ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში : (ქალაქში აგრესიულად არ დავდივარ არასდროს)
ნისსან X-ტრაილი (წინა ვედუში, ავტომატიკა) - ტრასა 7,5-8 ლიტრი ; ქალაქსი 10-ზე მეტი არ დაუწვავს არასდროს
იგივე X-ტრაილი ოღონდ 4X4-ზე - ტრასა 8,5-9 ლ. ქალაქი 12-13-მდეც ასულა
პაჯერო იო 1.8 GDI 4X4 ავტომატი , ორკარიანი - ტრასა 8 ლ. ქალაქი 11 ლ.
ჰონდა სტრიმი 2.0 RN3 (i-VTEC ორლილვიანი საუკეტესო ძრავებია ესენი ) 6 სიჩქარიანი ავტომატიკა - ტრასა 8 ლ., ქალაქი 12-მდე
ტოიოტა ისის 2.0 D-4 ძრავით, ვარიატორი - ტრასა 6,5-7ლ. ქალაქი 9ლ. (მეტი არასოდეს დაუწვავს, 8 მანქანა მყავდა ასეთი)
ტოიოტა ვიში 1.8 VVT-i, უბრალო ავტომატიკა - ტრასა 6,5-7 ლ. ქალაქი 9,5 ლ. 10-მდე მაქსიმუმ
ტოიოტა ალპარდი 2,4 VVT-i, უბრალო ავტომატი - ტრასა 8,5-9 ლ., ქალაქი - სტროგად 13 ლიტრი
ტოიოტა ვოქსი 2.0 D-4 , ვარიატორი - ტრასა 7 ლიტრი , ქალაქი 10 ლიტრი მაქსიმუმ
ეხლა, აქ კიდევ გააჩნია რამდენი ადამიანი გიზის მანქანაში
ეს მონაცემები გამოთვლილი მაქვს საშუალოდ 3-4 ადამიანზე
ნუ ვთქვათ 6 სტუმრით თელავიდან ტოიოტა ისისით გომბორზე რომ წამოხვალ, სპიდომეტრზე დაგიწერს 118 კილომეტრს და დაიმატებს 7ლ.660გრ. ბენზინს ეგეც ნაანგარისები მაქვს და იგივე მანქანით ქუთაისიდან მარტო რომ წამოხვალ გადავსებული ბაკით , გაივლი 235 კმ.-ს (ავტობანზე იგაზავებ) და დაიმატებს 16ლ.840გრ. ეგეც დათვლილი მაქვს