გაგიმარჯოს.
სამწუხაროდ როგორც ყველა მომსახურების სფეროში ან არ აინტერესებთ ან რიგი მიზეზების გამო არ იციან რას სთავაზობენ მომხმარებელს
მეც მქონდა ადრე რამოდენიმე კითხვა და პირველივე პასუხის მერე ვარჩიე რო აღარ დამესვა შემდგომი კითხვა

ახალ რაც შეეხება შენ მიერ ჩამოწერილი პარამეტრები ერთ შამპუნში რო იყოს გაერთიანებული ეგეთი არ ააქვს გრასს
.ჭუჭყის მოსახსნელად
მე პირადათ რაც მიხმარია ყველაზე მაგრა მომწონს "Active Foam Pink"
ამ წუთას ვხმარობ "Active Foam Effect" მაჩუქეს 5 ლიტრიანი ცუდი არც ეს არის მაგრამ ძლიერად დასვრილს Pink_ი ბევრად უკეთ ერეოდა
ამ შედარებას ერთიდა იგივე კონცენტრატის გაზავების მიხედვით გეუბნები
მაგრამ რეკომენდირებული მაქსიმალური კონცენტრატის გაზავების შემთხვევაში ჭუჭყთან არცერთს არ ექნება პრობლემა ანუ 300გ კონცენტრატი :700გ წყალი
მე როგორც მახსოვს მაქსიმუმი 200:800 მეტი არ გამიზავებია არასდროს .
ბოლოს რომ ვიყავი დიდი არჩევანი არ ქონდათ უკონტაქტოების ჩამოტანილი და ერთი გრასის ახალი უკონტაქტო იყო "Active Foam Blue" რომელიც ჯერ არ მიხმარია როგორია ვერ ვიტყვი , აქვთ კიდევ "Active Foam Gel" დიდად არც ეს მომეწონა .
.ვიზუალურად ბზინავარება შამპუნის შესაძლებლობის ფარგლებში ზემოთ ჩამოთვლილიდან ყველას აქვს
. ცვილის ეფექტი არცერთს არ ააქვს .
გრასს ააქვს ნანო შამპუნი რომელიც შეგიძლია ზედაპირზე დაიტანო ქაფწარმომქმნელით
ეს შამპუნი დაიტანება მეორე ეტაპად ანუ ჯერ ირეცხება ჩვეულებრივი უკონტაქტოთი და შემდგომე ხდება ამის დატანა
და სასურველი ეფექტისთვის აუცილებელია მიკროფიბრის ღუბლის კონტაქტურად გადასხმა და რევიუებიდან შედეგი 30 დღემდე ძლებსო არც ეს მაქვს გამოყენებული
.ცალკე აქვს კიდე თხევადი ცვილი ე.წ სწრაფი შრობის ცვილი "Cherry Wax" რომელიც გაძლევს ზუსტად იმ ეფექტს რომელიც აკმაყოფილებს მე_3 პუნქტს
ამას ვიყენებ და მე ძან მომწონს ( გამშრალება და ბლესკზე მეტად სუნი მევასება

)
.ძან ეკონომიურია 0.25გრამი ზავდება 1 ლიტრ წყალზე ( მე 2 ლიტრიან დასატუმბ შხაპუნაში ვაზავებ 0.50 გრამს და 2-3 გარეცხვაზე მყოფნის )
გარეცხვის მერე ლაითად მიაშხურებ მთლიანად ძარაზე და ასევე ზედაპირულად ჩამორეცხავ ზედმეტი რაც იქნება უფრო ლაითად გადაავლებ წყალს
.წყლის ამრიდი ეფექტი აქვს მომენტალური ფაქტიურად აღარ რჩება წყალი ძარაზე
.გასამშრალებლად ძან ადვილი ხდება
.ბზინვარებასაც მატებს
.და მაგარი ალუბლის სურნელი აქვს

მოკლედ:
უკონტაქტო : "Active Foam Pink"
წყლის ამრიდი : "Cherry Wax"
ბლესკი : მოყვება ორივეს
Ps: პინკი არ მაქვს და Active Foam Effect და "Cherry Wax" თუ სურვილი გექნება მოგცებ და გატესტე
ხომ იცი ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია კონკრეტული რაღაც შეიძლება ერთს მოსწონდეს მეორეს არა
Ps: დღეს მშრალ ხიდზე სამქზე ვიყავი და ქვემოდ რომ ჩამოუყვები თუ არ ვცდები დემასის სააბაზანო აქსესუარების მაღაზიის ბოლოში კაცი ყიდდა კერხერებს გერმანიიდან მაქვს ჩამოტანილიო
4 ცალი ქონდა გზაზევე ქონდა დადებული ძან მეჩქარებოდა და კარგად ვერ გამოველაპარაკე მოდელები ცოტა ძველი იყო მაგრამ ერთი იყო K4.80 და 180 ლარი დააფასა უცბათ გავრბოდი და თან ვკითხე
და დანარჩენებს 200 ლარად ვყიდიო სავარაუდოთ კიდე დააკლებდა კაი ფასი იყო მგონი ტუ ყველაფერი მწყობრში აქვს თუ ვინმეს გაინტერესებთ კარგად შეამოწმეტ უბრალოდ
This post has been edited by kakhakakhiani on 31 May 2017, 02:31