კაი გამარჯობა ყველას ...
მოკლედ, თუ ვინმე ამაზონიდან გეგმავთ ვაქსის გამოწერას, პერსონალურად გირჩევთ ამ ვაქსს:
Collinite Liquid Insulator Wax #845
https://www.amazon.com/dp/B000JK2D06/ref=sr...s=collinite+845ახლა კი მიზეზები რატომაც გირჩევთ:
1. ვიზუალურად ძალიან კარგი ეფექტი აქვს...მე მუქზე ვცადე და ძაან მოუხდა...ამავე დროს, ამბობენ, რომ ღია ფერებზე ერთ-ერთი გამორჩეული ვაქსიაო
2. შეფასებები რაც ვნახე, ყველა ცალსახად აღიარებს რომ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეფექტის მქონე ვაქსია...საშუალოდ ძლებს 6-8 თვემდეო.....10 დღის წინ წავუსვი...დღეს გავრეცხე და წყალს ისე ისხლეტდა, მრეცხავი გაგიჟდა, რა უსვია ამ მანქანასო

)
3. სუპერ ეკონომიურია...ფასის კუთხით (19 დოლარი) მაინც იაფიანი ვაქსების სეგმენტში გადის....რაც მთავარია არის ძალიან ეკონომიური...ე 60 ზე ვიხმარე და ბოთლს არაფერი ეტყობა მოკლებულის....მინიმუმ 15 ჯერ გააკეტებ საშუალო ზომის სედანს...
4. მოსახმარადაც ძალიან ადვილია...ადვილად უსვამ, ადვილად აშორებ
მე რომ მეგუიარის ფანი ვარ კი იცით, მაგრამ უკვე აღარ ვარ დარწმუნებული

)))))