gioaglჩემი რეკომენდაცია (50 დოლარს ცდება ისე

))
1. ქლეი ბარი
Meguiar's G1016 Smooth Surface Clay Kit - $14.94
2. საღებავის გამწმენდის და ვაქსის კომბო - შენ რეალურად ვაქსთან ერთად გჭირდება პრე-ვაქს ქლინერი....ანუ, კლეი ბარით დამუშავების მერე, ზედაპირი უნდა გაიწმინდოს. გაწმენდვა უზრუნველყოფს იმ ჩამჯდარი ჭუჭყის აღებას, რასაც კლეი ბარი ვერ აიღებს და პლიუს, სუფთა ზედაპირზე ვაქსი უფრო კარგად მიეკრობა, ასე ვთქვათ. ზოგადად, როცა საღებავს პრე-ვაქს ქლინერით გაწმენდა ჭირდება, უკეთესია, რომ ერთი და იგივე ბრენდის იყოს ვაქსიც და ქლინერიც, რადგან ერთმანეთთან ქიმიური თავსებადობის პრობლემა არ იყოს...ეს კომბო არის საუკეთესო ფასის და ხარისხის ამბავში. ცალკე ქლინერი რო იყიდო, საშუალოდ 10 დოლარი მაინც უნდა, აქ 5 დოლარი გამოდის ნახევარ ლიტრიანი ბოთლი...პლიუს, ეს პრე-ვაქს ქლინერი რეკომენდირებულია უფრო ღია ფერებისთვის, მათ შორის განსაკუთრებით ვერცხლისფერისთვის...ნაკლებად არის რეკომენდირებული მუქი ფერებისთვის...
Collinite 840 Pre-Wax Cleaner & 845 Insulator Wax Combo Pack - 23.79
3. ტყავის გამწმენდი და დამარბილებელი (პლიუს სპეციალური გუბკა) - მიჩნეულია ნომერ პირველ ბრენდად ტყავის მოვლის საშუალებებში
TriNova Leather Conditioner and Cleaner - $ 15.98
4. საბურავის გასაშავებელი - ეს კი იცი, მე რაც მაქვს, ოღონდ დიდი ზომის
Meguiar's G7516 Endurance Tire Gel - 8.47
პ.ს. რაც შეეხება შენ რაც კიტები დადე, მე რომ ვირჩევდე, მაგათგან ავირჩევდი მეგუიარს, მრავალფეროვნების ამბავში, თუმცა მაგალითად მანდ რა ვაქსიც არის, ეგ არ არის საუკეთესო ნამდვილად....მითუმეტეს ვერცხლისფერისთვის და პლიუს ეფექტის ხანგრძლივობის კუთხით, ძაან მოიკოჭლებს...ასევე, ამ კიტში არ არის ტყავის დამარბილებელი/გამწმენდი
ასევე, არ ავირცევდი ტრინოვას იმიტომ რომ მაგ კომპანიის მთავარი ნიშა არის ტყავის მოვლა და სალონის მოვლა ზოგადად, მაგრამ მაგათი ვაქსები არცერთ ფორუმზე არ მინახავს განხილული და არცერთ გამოკითხვაში ...
იგივეს ვიტყოდი გრიოტის კიტზე...არც მაგათი ვაქსი არის გამორჩეული ნამდვილად, პლიუს ტყავის მოვლის საშუალება არც მანდ არის
* * *
პლიუს, აუცილებლად დავამატებდი ზევით რომ მეგუიარის მიკროფიბრები დავდე იმათ
This post has been edited by vanevera on 13 Jun 2017, 09:28