Nemiroffწესით არ სჭირდება ჟიკლიორის გამოცვლა
მე უფრო ვფიქრობ ქაფის მიწოდების დამუღამება გჭირდება რო სწორად დააყენო, რაც შეეხება გაშლას ყველა ეგრეა ძან თუ შლი ბოლოებში სქლად მიდის ამითომ ჯობია არ გააშლევინო ბოლომდე ეგეც საშვალოზე დააყენე
ასე წერით რტულია აგიხსნა

ერთი სიტყვით რამოდენიმე გარეცხვაში მაგრად დაამუღამებ და შენთვის ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტზე დაარეგულირებ
quattroეგ მისასხამი არ აქაფეფს (თუ გადააკეთე და იჩალიჩე შეიძლება აქაფებაც) მაგრამ არ არის ცვილისთვის საჭირო
ცოტა ვერ გავიგე როგორ დაასხი შამპუნი წაუსვი და შამპუნიანს მიასხი და რა დოზით გახსენი წყალში და თუ ჩამორეცხე დასხმის მერე ?
ცხელი ძარაზე ხომ არ რეცხავ ? თუ ძარა ცხელია ჯერ კარგად გადაავლე ცყალი რო გაგრილდეს
და კიდე მზის გულზე არ შეიჩლება გარეცხვა

ახლა აგიხსნი როგორ უნდა გმოიყენო
1.5 ლიტრიანია როგორც ვხედავ შენი მისასხამი ყველასზე კაი ზომაა სახმარად მაგ მისასხამში არ არი აუცილებელი ბოლომდე გავსება უნდა გაივსოს ზუსტად ნიშნულამდე (1500 ) და დანარჩენი დარჩეს საჰაერო რათა შეიქმნას წნევა
. ეგ ცვილი 30-40 გრამი ჩაასხი და დანარჩენი 1.5 წყალი დაახურე თავზე და ცოტა შეანჯღიე რო მოხდეს გაზავება
.მანქანა უკვე უნდა იყოს გარეცხილი სტანდართულად როგორც რეცხა მხოლოდ გამშრალება რო ჭირდება იმ დონემდე
.მერე კარგად დატუმბე ეგ ბალონი დაახლოებით 40-50 დაკაჩავება ყოფნის ხოლმე

ცხვირი ქქონდეს თიტმის მოჭერილი რომ მოხდეს კარგად გაშლა ხსნარის
. მერე დაიტანე ზედაპირზე ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მოძრაობით რომელიც შენთვის მოსახერხებელია მიასხი ყველაფერს შუშას ,ძარას პლასმასებს დისკებს
.რის შემდეგაც ლაითად გადაავლე წყალი რაც ზედმეტია რო მოცილდეს
.და გაამშრალე

Ps: ახლა ვუყურებდი შენ მანქანის სურათს და ამ აპარატის კვალობაზეც კარგად პრიალებს და უცებ კითხვები გამიჩნდა
როგორც მივხვდი ხელით რეცხავ და როგორ ღრუბელს (გუბკას) იყენებ
და კიდე როგორი ნაჭრით ამშრალებ ამ ორს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა შემდგომში შენ მანქანაზე მიკრო ნაკაწრების გაჩენა არ გაჩენაში
და კიდე როცა ღრუბელს ხმარობ როგორ უსვამ შამპუნს ?
ბარემ დავწერ

სასურველია გქონდეს ორი ღუბელი
.ერთი ძარისთვის ეს სასურველია იყოს მსხვილ ფორებიანი ნასვრეტებიანი ( ჰოლანდიური ყველის პონტში )

ან სპეციალური ღუბელი+ მიკროფიბრა ბუსუსებივიტ არის
.მეორე საბურავები დსკებისთვის და პაროგებისთვის
და თუ ორი წყლის რეზერვუარის ( ვედრო) საშვალებაა ეგეც თუ არადა ერთიც შეიძლება გამოუვალ მდგომარეობაში

.ერთში ქონდეს შამპუნიანი წყალი
.მეორეში სუფთა
როცა იწყებ ხელით რეცხვას აუცილებელია ჯერ წყლით მასიმალურად დაარბილო ჭუჭყი და მოაშორო შეძლებისდაგვარად
შემდგომ რეზერვუარში შესაბამისი პროპორციით გააზავო შამპუნი და წყალი
გარეცხვა აუცილებლად დაიწყო ზემოდან ქვემოთ მიმართულებით
სასურველია თითო ნაჭრის გაქაფვის შემდგომ გაავლო ღუბელი სუფთა წლიან რეზერვუარში რის შემდეგაც ისევ დაასველო ქაფიან წყალში და გარეცხო შემდგომი ნაჭერი და ასე ...
.ღუბელი უნდა წაუსვა აუცილებლად ჰორიზონდალური მოძრაობით და არავითარ შემთხვევაში წრიული მოძრაობით
ასევე ნაჭერი აუცილებელია ქონდეს ხარისხიანი და რბილი მიკროფიბრა იდიალურია
სასურველია ესეც ძარისთვის, დისკებისთვის, სალონისთვის ქქონდეს ცალცალკე
გამშრალებაც ანალოგიურად ხდება ჰორიზონტალური მოძრაობით.
და ნაჭრები ყოველტვის გარეცხე კარგად გამდინარე წყალში .
იმედია არ გადაიფიქრებ შენით გარეცხვას
This post has been edited by kakhakakhiani on 24 Aug 2017, 20:57