shotikogabosonax polish and wax ნამდვილად ვერ ძლებს 3-4 გარეცხვაზე მეტ ხანს....ამასწინათ მე წავუსვი ეგ შავი ფერის და მე-3 გარეცხვაზე ნატამალიც აღარ იყო მანქანაზე დარჩენილი

შესაბამისად, მე პირადად სონაქსს აღარასოდეს გამოვიყენებ....ჯერ ერთი, რომ წასასმელად რთულია, არც ეფექტი აქვს განსაკუთრებული და რაც მთავარია, ვერ ძლებს
რაც შეეხება, ტყავის დამარბილებელს, უნდა ნახო ისეთი ლოსიონი, რომელიც ნასვრეტებიან ტყავზეა გათვლილი, რომ ნასვრეტებში ტეთრად არ დარჩეს....წესით, აწერია ხოლმე ლოსიონებს შეიძლება თუ არა ნასვრეტებიანზე გამოყენება...
განსხვავებით ვაქსისგან, სონაქსის ტყავის ლოსიონი მე ძაან მომწონს, ოღონდ არ ვიცი ნასვრეტებიანზე როგორ მუშაობს...
* * *
აი ეს სონაქსი არის ეგეთი ტყავისთვის
http://www.sonax.com/Products/Product-find...re-foam-NanoPro * * *
ეს თეგეტაში აქვთ...მე გამომიყენებია და უკმაყოფილო არ ვყოფილვარ....ეს მწმენდავიცაა და დამარბილებელიც, ამიტომ ვიურტის თეთრი ნარჩენები წესით უნდა ამოიღოს....რაც შეეხება რამდენად დაარბილებს, ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული, ტყავის ხარისხზე, მდგომარეობაზე და ა.შ. ნებისმიერ შემტხვევაში ცუდს არაფერს უზამს

თან ძვირიც არაა, მემგონი სადღაც 12 ლარი ღირს და 4 ჯერ მაინც გააკეთებს მთელ მანქანას
თუ გადაწყვეტ თეგეტაში ყიდვას, აუცილებლად კითხე ვადა აქვს თუ არა...თეგეტაში დაუგროვდათ ვადა გასული სონაქსის პროდუქცია...იმ დღეს მტენიდნენ 2004 წლის ვაქსს და რო ვუთხარი ძველია თქო, მაქსიმალური ვადა ვაქსს აქვს 5 წელი, ისიც სწორი შენახვის პირობებში ტქო, ტიპი მეუბნება წაუსვი რა მოუვა, კუჭი ხო არ აეშლებაო....იმ მომენტში გამიჩნდა სურვილი მეგინებინა უზრდელობისთVის და პლიუს არაპროფესიონალიზმისთვის, მაგრამ შევვიკავე თავი და ზრდილობიანად ავუხსენი, რომ კუჭი არ აეშლება, მაგრამ ვადაგასულ პროდუქტი ეფექტს არ იძლევა
* * *
პლიუს, ოქროს წესი როცა დაუტესტავ პროდქუტს იყენებ:
პირველ ჯერზე, აუცილებლად დაამუშავე მხოლოდ პატარა ნაწილი....ნახე შედეგი და თუ მისაღებია, მერე გააკეთებ მთელ მანქანას
პ.ს. თავის დაზღვევის მიზნით, რადგან ნახვრეტებიანია შენი, იმ სონაქსს თუ აიღებ, პირდაპირ არ შეასხა ტყავს...ჯობია, მიკროფიბრაზე ან გუბკაზე დაასხა და ისე წაუსვა