კაი ხანია აქ არაფერი დამიპოსტავს ისე, გულიანად, ამიტომ ერთს დავწერ, გამოცდილების გაზიარების ამბავში:
ნებისმიერი ვაქსის (მეგუიარი იქნება სონაქსი, თუ აბრო) ეფექტი დამოკიდებულია
1. მანქანის ზედაპირის მდგომარეობაზე...
2. მის რეგულარულ სწორ მოვლაზე
თუ მანქანის ზედაპირი არ არის კარგად გაწმენდილი (კლეი ბარი) და თუ ნაკაწრები ან ჰოლოგრამები არ მოშორდა (პოლირების მაზებით), ვაქსს სრული ეფექტი არ ექნება...პირიქით, ვაქსმ,ა შეიძება უკვე არსებული დეფექტები კიდევ უფრო მ,ეტად გამოაჩინოს ან რომც დამალოს, 2 გარეცხვაში ისევ იქ დაგხვდებათ, სადაც იყო....
ასევე, მას შემდეგ რაც სწორად გაწმენდთ კლეი ბარით თუ პოლირების მაზებით, საღებავის სწორი მოვლა უმთავრესია.... ჩვენთან კი ამის გაკეთების პირობები ნაკლებადაა....ჩვენ სამრეცხაოებზე 2 შესვლა, იქაური უხარისხო ქაფები და უხარისხო გასამშარელებელი ნაჭრები და 1 თვეში მანქანა ისევ დახაზულ/დაკაწრული იქნება....მარტო ისიც კი საკმარისია, ჩვრების ხარისხზე რო არაფერი ვთქვათ, სამრეცხაოებზე გასამშრალებელ ჩვარს ძირს რო აგდებენ და კერხერით რეცხავენ....ერთი მიკრონის ოდენა კენჭიც კი რო აყვეს (და აყვება აუცილებლად), მანქანის დახაზვისთვის ან ჰოლოგრამების გაჩენისთვის საკმარისია

ან კიდევ ის, რომ ერთი ჩვრით წმენდენ მთელ მანქანას, დაწყებული დისკებით დამთავრებული სახურავით

ჩვენთან არ მეგულება სამრეცხაო, სადაც მანქანას ისე გაგირეცხავენ, რომ მხოლოდ ჭუჭყს მოაშორებენ და ამასობაში ან ნაკაწრებს არ გაუჩენენ ან ჰოლოგრამებს...ყველაზე ტოპ სამრეცხაოებშიც კი მიცდია, და ყველგან ერთი და იგივე მიდგომაა...მთავარია ჭუჭყი ცამორეცხონ
ამიტომ, დიდი ხანია ჩემ მანქანას სხვას აღარ ვარეცხინებ....ნუ, თიტქმის აღარ
This post has been edited by vanevera on 7 Apr 2017, 14:57