_DoMM_
touchზუსთად შენ სიტვაცია აქვს ბიძაჩემ
შენ შემთხვევაშე კაი ვარიანტი იქნება კერხერ K5 მე ამას ვიყიდდი შენი სიტვაციიდან გამომდინარე.
მე ბიძაჩემს რამოდენიმე თვის წინ რო ვაყიდინე K5 ბასიკი კარფურში ვიყიდეთ 715 ლარად ახლა რო გადავხედე ინტერნეტ სივრცეში 900+ ღირს რატო ღირს ეგ ფასი არ ვიცი
ანუ K5 აქვს 8 მეტრიანი შლანგი რაც იდიალურია
წნევა აქვს 145 ბარი ეგეც იდიალურია თუნდაც ოფროუდის შემხმარ დიდ ტალახებზე
წყლის წარმადობა 500 ლიტრი საათში ესეძ იდიალურია
პომპა აქვს ალუმინის, ძრავი წყლის გაგრილებაზე რაც ძრავის რესურს 5 ჯერ ზრდის
ეზოსთვის გამოგადგემა ეგრედ წოდებული ფრეზის თავი რომელიც მოყვება კომპლექტში
კერხერში ამაზე ქვემოთ ყიდვას უკვე აზრი არ ააქვს ძვირი გამოდის და ჯობია უკვე
ბოში aqt 37-13 იყიდო
ბოში aqt 37-13 ამ შემთხვევაში გაუჭირდება გამკლავება კი გაგირეცხავს მანქანებს და ეზოსაც მორეცხავ მაგრამ აი სულ გექნება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა რო რაღაც აკლია და ისეთი არ არის რო გემრიელად გარეცხო
ერთი სიტყვით თუ K5 ვერ ქარჩავ ცოტა თვალს დახუჭავ ნიხვატკაზე და მაშინ ეს ბოში უნდა იყიდო .
რაც შეეხება მუშაობის საათებს ანუ აქ იგულისხმება მუშაობის ერთბლივი ერთი საათი, ანუ რეცხვის დროს ხომ არ ხდება ისე რო ჩართე და ერთი საათის განმავლობაში არ გაუშვი ხელი და უწყვეტლივ მუშაობს .
ზოგადათ რეცხვის დრო დამოკიდებულია აპარატიდან გამომდინარე და რეცხვის სტილიდან გამომდინარე,
საშვალოდ ერთი მანქანას 15-20 წუთში გარეცხავ
მე ადრე მქონდა K2 რომლითაც ჩვეულებრივ მიყოლებით ხშირად 3 მანქანას ვრეცხავდი და არასდროს პრობლემა არ შემქმნია.
ჩემ მაგალითზე გეტყვი ჩემი ძმა ზუსტად 5-7 წუთში რეცხავს თავიდან ბოლომდე MB ML_ს
მე ჩემ bmw E46 ვრეცხავ 1-1.5 საათის განმავლობაში

ნუ თავისთავად სულ ჩართული არ არი
ანუ ისე ნუ იხმარ რო სამივე მანქანა გარეცხო ზედიზედ და ეგრევე ეზოს გარეცხო და კიდე რამოდენიმე ხალიჩა ერთ დღეში

დანარჩენი პრობლემა არ გექნება
Gemin.მეზობელი ვნახე და თავი ვერ ვიპოვეო არ ვიცი გადავქექე ყველაფერიო.
.ახლა გამახსენდა გრასსაც აქვს მსგავსი ქიმია აი ეს არის მე კი მაქვს მაგრამ არ გამომიყენებია რამდენად შედეგიანია რომ გითხრა უბრალოდ შემომეყიდა

.რაც შეეხება კერხერს ჩემი აზრით დაახლოებით 250-300 ლარში გაიყიდება
და ის რომ არ ითიშება მაგის ორი მიზეზია
.ერთი ჩმრთველ გამომრთველი კონტაკტები დაზიანდა გადატვირთული მუშაობისას და მიეწება /
. 95% იჭედება კლაპანი ან ისე რომ არ ირთვება აპარატი ან პირიქით როგორც შენ შემთხვევაშია არ ითიშება , ეგ კლაპანი პისტალეტზე ხელის მოჭერისას აწვება კნობკას და კრავს წრედს და აშვებისას უშვებს და 5 წუთის თემაა თუ ეგ პრობლემა აქვს დაშლა და სასმასკვა უნდა მაგ კლაპანს
zigmundi32კონკრეტულად ტყავის საწმენდი არასდროს მიხმარია
ძირითადათ სულ უნივერსალურებით მაქვს გაწმენდილი და ასე თუ ისე კმაყოფილი ვრჩებოდი შედეგით
პირველივე გვერდძე მიწერია რაც გამომიყენებია გადახედე
დღეს ვიყიდე კონკრეტულად ტყავის საწმენდი და როგორც კი დავტესტავ დავწერ შედეგს აი ეს 5 ლარი ღირდა
რუსულ ფორუმებზე კაი შეფასებები აქვს

vaneveraჩინეთიდან საქართველოს ფოსტით 25-30 დღე მალეა
კი იგივე სელერია
რაც შეეხება ადაპტორებს ადრე სულ ლატუნის ადაპტორიანი ქონდა ბოლო ორი გამოვწერე ჩმოვიდა პლასმასიანი ეწერა რო ლატუნიანს აღარ ვყიდიო
არ ქონდა ადრე არჩევანი ახლა დაუმატებია

რავი ჯერჯერობით უპრობლემოდ ხმარობენ
რო რამე მარტო თავები 4-6 $ ღირს
აი ამაზეა საუბარი
პლასმასის

და მეტალის

Ps:
დღეს ვიყავი ქლინ პარკსი
ჩამოიტანეს ახალი საქონელი
მატორის გასარეცხი კონცენტრატები არის ადრე იკითხეს და რო იცოდეთ
ახალი და საინტერესო იყო სალონის საწმენდი კონცენტრატები ორივე სახის პრიალაც და მატოვიც
მე შევიძინე ჩემი ფავორიტი მატოვი, 1 ლიტრი კონცენტრატი 12 ლარი ღირდა ზავდება 1 ლიტრ წყალთან, სტანდარტული შხაპუნა გამოდის 3 ლარი

(ისე მზა 6 ლარი ღირს)
ასევე გაითვალისწინეს ჩემი თხოვნა რისდვისაც დიდი მადლობა მათ და ჩამოიტანეს ტყავის საწმენდი არ აგერიოთ ( მომვლელში ) ეს არის საწმენდი
რომელიც 0.500 შხაპუნა 5 ლარი ღირდა , რო დავტესტავ რამდენად გამოდგება დავწერ შედეგს.
This post has been edited by kakhakakhiani on 11 Apr 2017, 00:46