სალამი ყველას.
ბოშის 33-11 მაჩუქეს და დღეს გავტესტე პირველად,
კმაყოფილი ვარ, უბრალოდ 3 მეტრიანი მაღალი წნევის მილი ძალიან მოკლეა.
რამე ბიუჯეტური ვარიანტი არ არის რომ ვიყიდო? 60 ლარად საიტზე ვნახე 6 მეტრი ემატებოდა მაგრამ ეგაც აღარ არის გაყიდვაში

კიდევ ესეთი რამ მაინტერესებს, ონკანში წყალი ძალიან დიდი წნევით მოდის ჩემთან და პირდაპირ რომ შევუერთო ხომ არ დაზიანდება პომპა? ეხლა დიდი ბალონი მქონდა დადებული სიმაღლეზე და თვითდინებით შედიოდა წყალი აპარატში.
შამპუნებს რაც შეეხება, ძრავისთვის ეს გამოვიყენე - grass motor cleaner (1:4), ისე გავაკეთე ყველაფერი როგორც პირველ გვერდზე ეწერა- ძალიან მაგარი შედეგი ქონდა.
მანქანა ამით გავრეცხე - grass aqtive foam pink 1:6 გავაზავე წყალში, ძალიან მომეწონა იმის მიუხედავად რომ ჯერ ჩინური ქაფწარმომქმნელი არ მაქვს