კარგიო ვაქსია, მე მაქვს ეგ, ოღონდ თხევადი...შენი ალბათ მყარია ხო, პასტის სახით...
მოკლედ, რაც შეეხება მაგის გამოყენებას....წაუსვი წრიული მოძრაობებით, აცადე რო შეაშრეს და მერე გააპრიალე ტილოთი...შეშრობნის დრო დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურაზე და ა.შ. საშუალოდ 5-10 წუთი ჭირდება ხოლმე....ასევე, აუცილებლად გააკეთე ჩრდილში და დასამუსავებელი ადგილები სასურველია ცივი/გრილი იყოს....მე ყოველთვის ყველაზე ბოლოს ვუსვამ კაპოტს, რადგან კაპოტი მაინც ყველაზე მეტად ცხელდება....
პლიუს, სრული ეფექტისთვის, სასურველია მეორე ფენა წაუსვა დაახლოებით 48 საათის მერე....
აქვე გეტყვი ამ ვაქსის პლიუს და მინუსს:
პლიუსი ის აქვს, რომ ვიზუალური ეფექტი აქვს მაგარი, განსაკუთრებით მუქ ფერზე....მინუსი ის აქვს, რომ 1) მაქსიმუმ 1 თვე გაძლებს 2) მტვერს უფრო მეტს იკრავს ჩემი გამოცდილებით, ვიდრე მეგუიარის მეორე ვაქსი
თუმცა, საერთო ჯამში, კარგი ვაქსია...ეგ ერთი ცალი ძაან დიდხანს გეყოფა
კიდევ რაც მთავარია...აუცილებლად წაუსვი რაც შეიძლება თხელი ფენა ...რაც ფრო სქლად წაუსვა,, მოშორებაც გაგიჭირდება და ტყუილა დახარჯავ ვაქსს...იმდენად თხელი ფენა უნდა იყოს, რომ ძლივს ეტყობოდეს, რომ წაუსვი
შედეგი მოგვახსენე მერე, აუცილებლად
* * *
ააა...არა, შენიც თხევადი ყოფილა...ეგ მაქვს მეც ზუსტად
* * *
მაგას წესით თავისივე გუბკა უნდა მოყვებოდეს