აი გუშინ და დღეს იყო ბაკურიანში იყო -15, M+S-ები სერიოზულ განსაცდელში იყვნენ, ძირითადად ეზოდან ვერ გამოდიოდნენ

თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს ყველა M+S თანასწორი არ არისო და ზოგიერთი ღირსეულად იქცევა ზამთარშიცო, თუმცა არ ვიცი, ვერ დავადასტურებ ამ ამბავს

მე Yokohama Ice Guard IG30-ზე შემიძლია მხოლოდ საუბარი, მეორე სეზონია უკვე რაც მაქვს. ე.წ. იაპონური ლიპუჩკაა (ჩრდილოეთ ევროპული ზამთრის საბურავი), საკმაოდ ძველი მოდელი, სადღაც 2008-ში შეიქმნა მგონი, ჩემი 2014 წელსაა დამზადებული, კაიროზე ვიყიდე, 240 ლარად ოთხივეში, პროტექორები ახალს 8.1 მილიმეტირ აქვს, ჩემები 6-7.5 მილიმეტრამდე მერყეობს ანუ სადღაც 70-90%.
რაც შეეხება შთაბეჭდილებას:
1. თოვლი
თოვლში ძირითადად ბაკურიანში მომიწია, როგორც მაღალ, ახალ თოვლში, ასევე მარილდაყრილ აზელილ „ფაფაში“. ეს საბურავები სწორედ თოვლში ავლენს საუკეთესო თვისებებს, ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაშიც მოჭიდება ისეთი აქვს თითქოს ზაფხულში კარგი M/T საბურავით ქვიშაზე მოძრაობთ. სტაბილურად იჭერს კურსს, მუხრუჭის დროს ABS იშვიათად ირთვება და ძალიან საიმედოა.
2. ყინული
ყინულის ნახვა საქართველოში არც ისე მარტივია, თუმცა რამდენიმეჯერ რეალურად სერიოზულ მინუს ტემპერატურაში მომიწია სიარული. ერთხელ იყო როდესაც ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე ერთ-ერთ მოსახვევში უკანა ხიდმა დაიწყო მოცურება, თუმცა გაზის მომატებისთანავე დასტაბილურდა. მოკლედ ყინულზე მთლად ისეთი თავდაჯერებული როგორც თოვლში არ ხარ, თუმცა აქაც აუგს ვერ ვიტყვი ამ საბურავზე.
3. სველი ასფალტი
ჩემი აზრით ამ საბურავის ყველაზე სუსტი მხარეა, თუმცა ეს მხოლოდ ექსტრემალური დამუხრუჭების დროს იგრძონობა, ABS ირთვება და სავარაუდოდ სამუხრუჭე მანძილიც ჩვეულებრივზე გრძელია. თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ასეთი შემთხვევა მხოლოდ ექსტრემალური დამუხრუჭების დროს მქონდა და ამ დროსაც არანაირი ხიფათი არ შეუქმნია ჩემთვის.
მოკლედ რომ შევაჯამო, საბურავის შესაძლებლობები საშუალო სტატისტიკური მძღოლისთვის (ანუ მძღოლი რომელიც არც ექსტრემალია და არც ფანატიკოსი

) სრულიად საკმარისია საქართველოს ზამთრის კურორტებისთვის და ზედმეტია თბილისის ზამთრისთვის, ქალაქში არ გჭირდება ამ დონის ზამთრის საბურავი.
გამიხარდება თუ ეს მოკლე review ვინმეს მაინც გამოადგება.
P.S.
მანქანა: Subaru Forester SH 2012, 2.5 non-turbo, საბურავის ზომა: 215 65 16