გაუმარჯოს! კითხვები მაქვს და ამ საქმეში ჩახედულებმა მიპასუხეთ თუ არ შეწუხდებით

1. კოპარტზე პირადად მე რომ დავრეგისტრირდე და აუქციონში მივიღო მონაწილეობა ფასიანია? რა ღირს? რა საფეხურები უნდა გავიარო რომ აუქციონში მივიღო მონაწილეობა?
2. მაგალითად მე რო ვითამაშო აუქციონი მოვიგო მანქანა და ამის შემდეგ მივმართო ჩამომყვან კომპანიებს შეიძლება? თუ უეჭველი კომპანიამ უნდა ითამაშოს და ყველაფერი იმათმა გააკეთოს?
ისე კარგი იქნება თემის დასაწყისში თუ დაიწერება ყველა ასეთი უბრალო კითხვები, ფასიანია თუ არა მონაწილეობა; მანქანაზე მიწერილი ასოები რას ნიშნავს; დაახლოებით რა ფასები ემატება მოგებულ მანქანას საქართველომდე; აუქციონის მოგების შემდეგ როგორ უნდა მოვიქცეთ და ა.შ. ამით არც თემა გადაივსება ერთიდაიგივე შეკითხვებით და ახალბედებისთვისაც ადვილად მისაგნები იქნება ამ კითხვებზე პასუხები, თორემ ყველა პოსტის და თემის გადაკითხვა ძალიან რთულია.