samkharaყველა კომპანიას ყველა შტატიდან სხვადასხვა ტარიფი აქვს
მანქანას როცა აარჩევ ითვლება ტრანსპორტირების ღირებულება იმ ადგილიდან სადაც მანქანა აყენია
აუქციონებს copart და iaai-ს აქვს თავისი ფასნამატი რაც დამოკიდებულია მანქანის ღირებულებაზე (550$ ის ფარგლებში მერყეობს საშუალოდ, გააჩნია მანქანის ფასს)
აუქციონიდან მიყავთ ევაკუატორით კომპანიის საწყობში რასაც ქვია შიდა გადაზიდვა
მერე ტვირთავენ კონტეინერში და უშვებენ საქართველოში
ჩემთან მანქანის ჩამოყვანა ჯდება ეს ფასები (რამოდენიმე ადგილს დაგიწერ ყველას ვერ ჩამოვწერ იმდენია)
CALIFORNIA - LOS ANGELES 1522$
FLORIDA - MIAMI CENTRAL 1380$
GEORGIA - SAVANNAH 1197$
PENNSYLVANIA - PHILADELPHIA 1087$
NEW JERSEY - SOMERVILLE 1002$
TEXAS - DALLAS 1399$
ამ ფასში შედის შიდა გადაზიდვა, კონტეინერი, კონოსამენტი, დაზღვევა, მომსახურება და ფოთის 122 ლარი
მანქანას როცა იყიდი აუქციონზე მაგას დაემატება აუქციონის დანამატი და ეს ტრანსპორტირების ფასი
ანუ თუ იყიდე კოპარტზე 3000$ ად მანქანა ამ ადგილიდან NEW JERSEY - SOMERVILLE დაემატება 1002$ და აუქციონის 548$
გამოდის რომ ფოთში გამოყვანილი მანქანა დაგიჯდა 4550$
თუ ევაკუატორით გინდა ფოთიდან წამოიყვანო მაგას ემატება 80$ (შენ არც ჩასვლა გიწევს არც ფულის გადახდა არც მინდობილობის გაკეთება არც საბუთებზე სირბილი და არც არაფერი. ჩემთან ესეა სხვასთან შეიძლება სხვანაირად იყოს)
მერე უნდა გაკეთება და განბაჟება
იმედია გასაგებად ავხსენი