მოკლედ გაქვს სამი ვარიანტი:
ა) რეგისტრირდები კოპარტზე აუქციონზე მონაწილეობის უფლებით (200 დოლარი) იგებ მანქანას და იწყება თავდავიწყება

სულ მინიმუმ წინასწარ მაინც უნდა იყო რომელიმე სატრანსპორტო კომპანიასთან შეთანხმებული, რომელიც კონკრეტული A პუნქტიდან ფოთში ჩამოგიყვანს მანქანას (ვადები შესაბამისად სატრანსპორტოსთან უნდა შეათანხმო) კოპარტს ცალკე ფულს გადაუხდი თავისი ავტოსადგომიდან A პუნქტამდე ტრანსპორტირებისთვის.
ბ) რეგისტრირდები დილერად (შესაბამის სადილერო კომპანიაში საქართველოში - ფასი 150 დოლარიდან ზემოთ) დებ შენს ანგარიშზე ავანსს (500 დოლარამდე ალბათ) ან ასრულებ დილერობისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს, იგებ მანქანას, სადილერო კომპანიას ჩამოყავს შენთვის მანქანა ფოთამდე.
გ) მიდიხარ დილერთან უკვეთავ მანქანას, დილერი იგებს მანქანას და ჩამოყავს ფოთამდე

ამ მომსახურებაში დილერი იღებს სავარაუდოდ ალბათ 100-200 დოლარს

დანარჩენი შენ გადაწყვიტე რომელი ჯობია...
პ.ს. უხეშად რომ ვთქვათ დაახლოებით ესეთი ვარიანტებია, შესაბამისი ეტაპებით...
პ.პ.ს. მე არ ვარ დილერი

არც დაინტერესებული პირი
This post has been edited by WOODOOW on 12 Nov 2017, 02:46
სიყვარული - ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.