tengo...2001 წლის ჯეტა მყავს 1.8ტურბო და ყველაზე მეტს პორტალის პრემიუმი მატარებს, 30 ლიტრით ტრასაზე 100-120 სიჩქარით სიარულის დროს მატარებს 450(+-20) კმ-ს, ქალაქში 30 ლიტრით სადღაც 280 კმ-ს.
ჩემი დაკვირვების შედეგები
ლუკოილი : პრემიუმით სავსე ბაკით (55ლიტრით) ქალაქში გავდივარ 450-470 კმ-მდე გაწევაც ნორმალური აქვს, ევრორეგულარით 350-370 და ვერ დადის მანქანა;
ფრეგო: პრემიუმით სავსე ბაკით ქალაქში 480-490კმ-ს გაწევაც ცუდი არ აქვს, ევრორეგულარი 400 კმ და ჩვეულებრივი რეგულარი ჩავასხი ერთხელ ჭყონდიდელის ქუჩაზე და ჩემდა გასაკვირად ცოტა დაწვა, 50 ლარის ჩავასხი, დაახლოებით 26-27 ლიტრი და 250 კმ გამატარა;
რომპეტროლი: პრემიუმით სავსე ბაკით ქალაქში 380კმ-მდე გამატარა მაგრამ მანქანა დაფრინავდა რასაც ქვია, ევრორეგუარი ერთხელ ჩავასხი 20 ლიტრი და მანქანა მყარ სუნს უშვებდა თან ბოლავდა და აღარ მიცდია მეტჯერ;
სოკარი: პრემიუმით სავსე ბაკი პრემიუმით გავიარე ტრასაზე 600 კმ და მანქანა კვდებოდა აღმართებში
ვისოლი: ბენზინი მითავდებოდა და 10 ლიტრი ჩავასხი რეგულარი, ქალაქში გამატარა 80 კმ.
პორტალი: სავსე ბაკით ქალაქში პრემიუმით 520-540 კმს გავდივარ.
პ.ს. ყველა ბენზინზე გავდიოდი ერთიდაიგივე ადგილს სამსახური-სახლი დღეში 40კმ-ს და ყველა ბენზინი დავტესტე ზედიზედ 2-3 ჯერ ბაკის გავსებით