მაგარი საყურებელი იყო, მაგრამ წესები ვერ დავამუღამე..
ეს კომენტატორებიც იმენნა სადღეგრძელოების ეპოქას ვერ გაცდნენ რა..
იმის მაგივრად რო მომზადებულიყვნენ და აეხსნათ ...ვისი მანქანა რამდენს იწონიდა და რომელი წესის მიხედვით "დამძიმდა"
მასტები იმას ყვებოდნენ ცხონებულ ბადრიას როგორ ევასებოდა თურმე ავტოსპორტი..
BoP – Balance of Performance ანუ შესაძლებლობათა ბალანსის შესახებ გავიგე, ჯერ კიდევ რუსთავში ჩამოსვლამდე აწონეს და "დაამძიმეს" მანქანები
მაგალითად:
აუდი RS 3 LMS დაუმატეს 45 კგ ბალასტი და პილოტიანა 1 285-კგ-დან გახდა 1 330 კგ
ოპელ ასტრა 40-კგ თი დააბალასტეს და 1 325 კგ-თი გავიდა სტარტზე
ჰონდა სივიკ ტაიპ-R-ს“ და „სეატ ლეონი“ + 30-30 კგ-ებით = 1 315 მდე დაამძიმეს
ფოლკსვაგენ გოლფ GTi +10 კგ = 1295
მინიმალური წონა იყო 1 285 კილოგრამი
და დათა ქაჯაიას „ალფა რომეო ჯულიეტა“ მინიმალურიზე კიდე 20 კგ-თი მსუბუქი იყო = 1 265 კგ მცირელიტრაჟიანი ძრავის გამო
დაბალი წონის საკომპენსაციოდ ქაჯაიას ალფას და კიდე გოლფს კლირენსი შეუმცირეს 70 მილიმეტრამდე, კლირენსი არის მანძილი ავტომობილის აგრეგატების ყველაზე დაბალ წერტილებსა და გზის ჰორიზონტალურ სიბრტყეს შორის..
ანუ უამრავი კომპონენტის გათვალისწინება ხდება BoP ბალანსის მისაღწევად, რო "შესაძლებლობები გათანაბრდეს", მაგრამ მეორე რბოლაზე (რევერსულზე) რა კრიტერიუმების გამო მოხდა დამძიმება? ამას ვერ მივხდი მაინც

ისე ქაჯაიას მხრიდან ალფათი და მაგ ძრავით მოგება, პულშიც და 1 რბოლაშიც ნამდვილი სენსაცია იყო..საღოლ დათას
This post has been edited by guriaaa on 2 Apr 2017, 23:39