3 წელია თავს ვარწმუნებ რომ კაბრიოლეტი არ ვიყიდო

ახლობელს ყავდა ცლკ430, 330 და მერე მ3 კაბრიოლეტები. იმის მერე ტენტის გაგონებაც არ მინდა. სამივე მანქანის ტენტმა დატანჯა რასაც ჰქვია. ცლკ და მ3-ის ტენტები მუდმივად ფუჭდებოდა (მექანიზმებზე მაქვს საუბარი) არა და დიდი გარბენი არ ჰქონდა არცერთს. 330 იგივე მ3-ის ტენტია წესით და ნუ შედარებით ნაკლებ პრობლემური გამოდგა. ტენტებს ბევრგან არ აკეთებენ და დიდი ფულიც დახარჯა მაგ მექანიზმების კეთებაში
ტენტის მთავარი პრობლემაა "თახთახი" ჩვენს გზებზე. გეგონება მანქანა იღუნება და ილეწებაო იამაში ჩარტყმისას.
სიცივე არა პრობლემა, ახალი მანქანების ტენტები იმდენ ფენაზეა რო ბევრ რკინის სახურავიან ავტომობილს სჯობს.
რკინის კაბრიო ჯერ არ გვყოლია და ალბათ გაისად უკვე რო აღარ გამიძლებს გული ე92 მესამე სერიას ვიყიდი რკინის კაბრიოლეტს

ან სლ-ს.
ერთ ჩემს ნაცნობს ჰყავდა კიდე მიცუბიში ეკლიფსის კაბრიო. სუ დედას აგინებს საზიზღარი შეგრძნებაა ტენტი რომ ხმაურობს ჩვენს გზებზეო.
ნებისმიერ შემთხვევაში კაბრიო ასწორებს, თან მაგრა ასწორებს. თბილისის ზღვის ტრასაზე ან კუს ტბაზე ტასაობისას გადახდილი სახურავი მაგარია.