Nemiroffარ იყო ჯიპის ბრალი
კი. მაგ დღიდან მალევე გააცალმხრივეს
spider77ანუ ქობულეთლები მოდიოდნენ თბილისიდან მერსედესით.ყველაზე უფროსი ასაკის 55 წლამდე კაცი იყო, შვილები 19-20 წლის გოგო და ბიჭი და ამ ბიჭის ორსული ცოლი
მძღოლად ოჯახის ნათესავი ყავდათ ისიც 20-21 წლის 3 კვირის აღებული ქონდა პრავა
ჩვენ წინ მიდიოდა ეს მერსედესი ოღონდ დაახლოებით 150-200 მეტრში. ჩვენ შორის მანქანა არ იყო და ყველაფერი ჩანდა
ტრაილერს მიყვებოდა უკან. გზაც პლავნად მარცხნივ უხვევდა და ცოტა გამოცდილებაც რო ქონოდა ღერძულა ხაზისკენ რო მიწეულიყო აუცილებლად დაინახავდა შემხვედრს
დიდი სისქწრაფით არ მოძრაობდა მაინცდამაინც, რადგან საკმაო გზა გავიარეთ და მაგ მანქანაც ჩვენთვის არ გადაუსწრია. მოძრაობა გადაუტვირთავი იყო
მომენტალურად გადაწყვიტა ეტყობა გასწრება და არც გაუხედია რა ხდებოდა წინეგრევე აკრიბა და ალბათ ტრაილერის კაბინამდე იქნებოდა წინიდან თეთრი პაჯერო შემოეფეთა
კარგად მახსოვს იმ პაჯეროს ანთილი ფარები. ეგრე მოდიოდა თუ რო დაინახა მერე აუნთო ეგ არ ვიცი. ყოველშემთხვევაში დღისით, თერთრი ფარებანთილი მანქანის დანახვა რთული არ არის
მერსედესის მძღოლმა გ ამოუცდელობით ვერ გაიგო რა ექნა და იმის მაგივრად, რომ ან ტრაილერთან ახლოს მისულიყო, ან სიჩქარის დაგდება ეცადა, ადგა და მარცხნივ წავიდა
და ამ დროს პაჯერომ (მარჯვენა საჭიანი იყო, ტრანზიტებზე) თავისი მარჯვენა მხრით მერსედესის მარჯვენა ნაწილში დაარტყა და გაარღვია. 2 აზრი არ არის გადაჭარბებით მოდიოდა მაგრამ მაგ მანქანას არც წინ ეგდა არაფერი და არც უკან არაფერი მყვებოდა და აკრიბა ალბათ იმიტომ
შესაბამისად პაჯეროს კუდი მარცხნივ შემოიქნია და ტრაილერმა დაარტყა უკანა მხარეს
ბოლი რო ავარდა და ეს თეთრი პაჯერო გამოხოხდა გვერდულად კი მივხვდით რომ საქმე თლა კარგად არ დაგვხვდებოდა.
მანქანა 20-30 მეტრში გავაჩერეთ და არავის უსურვებ იქ რაც ვნახე იმის ნახვას
ზემოთა სურათზე ფოტოშოპით გავაქრე. მანდ 3 გვამი და 1-ის ნაწილები არის
მერსედესის მძღოლმა რამდენიმე წუთი იცოცხლა. საავადმყოფომდე ვერ მიასწრეს, რემენი ეკეთა თუ არა არ ვიცი მაგრამ მძღოლი გარეთ ეგდო უგონოდ, 5 წუთის მერე დაიწყო ბორგვა.
ჯიპის მძღოლიც ფაქტიურად 2 წუთში გათავდა
მხოლოდ ჯიპის მგზავრი იყო გონზე, რომ გამოველაპარაკე სახელი და გვარიც მითხრა მარა არ მახსოვს. ჩხოროწყუდან ვარო (მგონი ეს სწორად მახსოვს) მძღოლი თბილისელი იყო და დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ თბილსშიო მერე ითქვა. მგზავრი სასწრაფომ ცოცხალი წაიყვანა, თუმცა დაახლოებით 30 წუთი კი მოუნდა სასწრაფო მოსვლას და ამ კაცის მდგომარეობა უფრო მძიმდებოდა. არ ვიცი რაქ ბედი ექწია - თქვეს გარდაიცვალაო
ახლა იმ ოჯახის წევრების დეტალურ მდგომარეობას აღარ დავწერ - საშინელებაა. იმ საწყლებს ძაღლიც ყოლიათ მანქანაში და ისიც იქვეეგდო მკვდარი
ზემოთ ჯიპის სურათზე მძღოლი ზის გარდაცვლილი და ეგეც ფოტოშოპით მაქვს წაშლილი
ეს სურათი მერე პრესაში დადეს და ის ამოვიღე, მე ახლო ხედები მქონდა გადაღებული
This post has been edited by vog005 on 6 May 2018, 07:46
მიმაგრებული სურათი